რისი აკრძალვა არ შეიძლება ბავშვებისთვის

საბავშვო მულტივიტამინი

ბავშვს განსაზღვრული ჩარჩოები და საზღვრები სჭირდება, მაგრამ გამუდმებული აკრძალვები ხელს უწყობს კომპლექსების ჩამოყალიბებას, ჩნდება შიშები და დანაშაულის გრძნობა, აკრძალვები უნდა იყოს სწორი.

რისი აკრძალვა არ შეიძლება ბავშვისთვის კატეგორიულად?



დამოუკიდებლად ჭამა

უფრო მარტივია ჩვენ ვაჭამოთ ბავშვს, ასე უფრო მალე ვაჭმევთ და არც დაისვრება ისე, მაგრამ ამ გზით ბავშვს ვაკარგვინებთ დამოუკიდებლობის სწავლის შანსს, საჭმლის პირამდე მიტანა ისე რომ არ დაექცეს ბავშვისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. ნუ დაინანებთ დროს დაეხმაროთ თქვენს პატარას პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმაში, თანაც ეს გაგიმარტივებთ აღზრდას შემდეგ წლებში.

მშობლების დახმარება
„არ შეეხო გატეხავ“ ან „არ შეიძლაბა დაღვრი“, ყვირის დედა ცოტა ხნის შემდეგ კი წუწუნებს რომ ბავშვი არაფერს არ აკეთებს, როცა თქვენ გეხმარებათ ის თავს დიდად და საჭიროდ გრძნობს. თუ სურს ჭურჭელი ჩაალაგოს ხელსაბანში მიეცით ამის უფლება, მიეცით ის ჭურჭელი რომელიც არ დაგენანებათ თუ გაუტყდება, თუ უნდა დაგეხმაროთ პარკების წაღებაში მიეცით პარკი რომელიც მსუბუქია. ნუ ეტყვით უარს დაგეხმაროთ, ყველა კარგი ჩვევა უნდა განუვითაროთ პატარა ასაკიდან.

საღებავებით ხატვა
საღებავებით ხატვა ანვითარებს შემოქმედებით საწყისს, ფანტაზიას, ხსნის სტრესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს თვითშეფასებას და ა.შ უყიდეთ საღებავები, ჩააცვით ძველი მაისური, მაგიდაზე გადააფარეთ ცელოფნის გადასაფარებელი, დაე ხატოს როგორც მოესურვება და რამდენიც მოესურვება.

სახლში გახდა
ბავშვებს უყვართ ფეხშიშველი სირბილი, ზოგჯერ ტიტველიც კი, ეს ბუნებრივი სურვილია, ნუ იყვირებთ მაშინვე „ჩაიცვი ახლავე“, ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვს შეუძლია გაატაროს 15-20წუთი ფეხშიშველმა(თუ ქვის/მეთლახის იატაკი არ გაქვთ)ეს სასარგებლოც კია.

ემოციების გამოხატვა
ხტუნვა, სირბილი, ყვირილი, სიცილი, მხიარულება და ა.შ ერთი სიტყვით ბავშვად ყოფნა. ბუნებრივია თუ სტუმრად ხართ უნდა დაიცვათ ზოგადი წესები, მაგრამ სახლში მიეცით ბავშვს თავისუფლება.

ხეებზე ან სიმაღლეებზე აცოცება
ნუ დაუშლით ხეზე ასვლას, კი ეს საშიშია მაგრამ მშობლები სწორედ იმისთვის არიან საჭირო რომ აუხსნან ბავშვს უსაფრთხოების წესები, უნდა აჩვენოთ როგორ უნდა მოიქცეს და ქვემოთ იყოთ რომ თუ რამეა დაეხმაროთ, ჯობია ასე ისწავლოს სხეულის ფლობა ხეზე ასვლისას ვიდრე თქვენს გარეშე ჩუმად ავიდეს და რამე დაიზიანოს.

წყალთან თამაში

ბუნებრივია თავიდან ფეხებამდე გაილუმპება, მაგრამ ბედნიერებას და სიხარულს დაინახავთ მის თვალებში, ნუ მოაკლებთ მას ამ სიამოვნებას, გამოუყავით ადგილი და ჭურჭელი სადაც შეძლებს ითამაშოს წყალთან.

გუბეებში ჩახტომა

გუბეები ნამდვილი ბედნიერების წყაროებია ბავშვებისთვის, და ზოგიერთი დიდისთვისაც კი, უყიდეთ ბავშვს მკაფიო ფერის ბოტები და მიუშვით თავის ნებაზე, დადებითი ემოციები ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გარანტია.

მსხვრევადი ნივთების შეხება
ბავშვებს უყვართ შეხება, დათვალიერება, გემოს გასინჯვა, ნუ გამოართმევთ მაშინვე ვაზას ან ჭიქას ხელიდან, აუხსენით რომ ეს ნივთი ძვირფასია თქვენთვის და მას ფრთხილად უნდა მოექცეს, სათამაშო არ არის, თუმცა დაჭერა და დათვალიერება შეიძლება. თუ გაუტყდება ნუ იყვირებთ და ნუ შეაშინებთ.

საკუთარი აზრის ქონა

დედამ უკეთ იცის რომელი მაისური მოუხდება ამ შორტებს , როგორ უნდა სათამაშოების დალაგება, და რა თანამიმდევრობით უნდა იკვებოს, მაგრამ ბავშვი უკვე პიროვნებაა, მას თავისი სურვილები, აზრები და არგუმენტები აქვს, დაანახვეთ რომ მართალი ხართ (თუ ხართ) ან გამოიჩინეთ გამბედაობა და დაეთანხმეთ მის აზრს.

ჭურჭელთან თამაში
ყველაფერ საშიშს და ძვირფასს ვმალავთ ღრმად, მაგრამ ბავშვებს ძალიან უყვართ კოვზებით თამაში, ასევე ბავშვებს ძალიან უყვართ ბურღულეულის, მაკარონის და ლობიოს ქვაბიდან ქვაბში გადაყრა და შიგ ხელების არევა .

დაძინება ანთებულ შუქში
ბავშვებს 3-4 წლიდან ეშინიათ სიბნელეში ძილის. ეს ნორმალურია, ფსიქოლოგიური „მოწყვეტა“ დედისგან ხშირად იწვევს ღამის კოშმარებს, ნუ ეცდებით მიაჩვიოთ სიბნელეში ძილს ან მარტო ძილს, თუ ეშინია სიბნელის დაუტოვეთ ანთებული შუქი.

საჭმლის დატოვება

ნუ გამოკვებავთ საჭმლით რომელიც არ მოსწონს, ჭამა ტანჯვა კი არა სიამოვნება უნდა იყოს. თუ აღარ უნდა და დანაყრდა, ის გრძნობს ამ სიგნალს, ნუ დააძალებთ ბოლომდე შეჭამოს რაც თეფშზეა, დიდობაში ეს სერიოზულ პრობლემებს და ჭარბ წონას იწვევს.

ფანტაზიორობა
თქვენ როგორც არავინ ისე იცნობთ თქვენს შვილს. ისწავლეთ ფანტაზიის და აშკარა ტყუილის გარჩევა. გამოგონებები ბავშვის საკუთარი სამყაროა. ტყუილი კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვი არ გენდობათ.

Read 3573 times
საბავშვო მულტივიტამინი
53