დღეში რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ბავშვებს?

საბავშვო მულტივიტამინი

რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ბავშვებს დღის განმავლობაში? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი დროის ერთად გატარება? გთავაზობთ ბოლო კვლევების შედეგებს



ალბათ ზოგჯერ ყველა მშობელი განიცდის სინდისის ქენჯნას რადგან ფიქრობს რომ საკმარის დროს ვერ უთმობს ბავშვებს. იყო „კარგი დედა“ დღეს ნიშნავს რაც შეილება მეტხანს იყო ბავშვთან მიუხედავად იმისა რომ დაკავებული ხართ. მაგრამ ტორონტოს უნივერსიტეტის სოციოლოგები ამბობენ: მნიშვნელოვანია არა ერთად გატარებული საათების ოდენობა, არამედ ურთიერთობის ხარისხი. რაც მეტად იდანაშაულებს მშობელი თავს და განიცდის სინდისის ქენჯნას, მით მეტად ექვემდებარება სტრესს, ეს კი ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

კვლევებმა აჩვენა პირდაპირი კავშირი ერთად გატარებულ ხარისხიან დროსა(ერთი ერთზე ურთიერთობა, საუბრები, საერთო თამაშები, ერთად კითხვა, საჭმლის მომზადება და ა.შ) და ბავშვების განვითარებას შორის. ამერიკელი და კანადელი დედები ბავშვებთან ატარებენ კვირაში არანაკლებ 13,5 საათს, მამები კი არანაკლებ 7 საათს. ყველაზე საინტერესო ის არის რომ დღევანდელი დედები, რომლებიც მუშაობენ, ბავშვებთან ატარებენ 2,5-ჯერ მეტ დროს ვიდრე ატარებდნენ დიასახლისი დედები 70-იან წლებში.
კიდევ ერთი კარგი სიახლე: თუ მოზარდი მშობლების საზოგადოებაში ატარებს კვირაში თუნდაც 6 საათს ეს 2-ჯერ ამცირებს კანონის დარღვევის რისკს მისი მხრიდან.

რამდენ „სასარგებლო“ საათს ატარებთ თქვენ თქვენს შვილებთან?

Read 2711 times
საბავშვო მულტივიტამინი
53