ეს ჩემი დედიკოა - როგორ გავუმკლავდეთ ბავშვების ეჭვიანობას?

საბავშვო მულტივიტამინი

როცა ახალი წევრი ემატება ოჯახს უფროსი ბავშვები ხშირად ეჭვიანობენ. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა, რომლისთვისაც შეიძლება მომზადება.

1. და-ძმებს შორის ეჭვიანობა ნორმალური მომენტია. ყველაზე კეთილგანწყობილ ოჯახებშიც კი არსებობს კონკურენცია  ბავშვებს შორის, თქვენი ამოცანაა ასწავლოთ მათ სწორად და უსაფრთხოთ გამოხატონ თავისი ემოციები, მათ შორის ბრაზი და წყენა.



2. არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს, რადგან ისინი განსხვავებულები არიან ხასიათით, ტემპერამენტით, და ნიჭით. ბავშვი უნდა შეადარო მხოლოდ იმ მდგომარეობას როგორი იყო გუშინ ან ერთი წლის წინ, რა ისწავლა, როგორ შეიცვალა.

3. წინასწარ მოამზადეთ უფროსი ბავშვი პატარას გამოჩენისთვის, მაგრამ ნუ შეპირდებით რომ ერთად ითამაშებენ ან იმეგობრებენ, სინამდვილეში ახალშობილი დაიკავებს დედის ძირითად დროს. ეცადეთ უფროს ბავშვს აგრძნობინოთ დადებითი მხარეები რაც აქვს მის სიდიდეს.

4. ყველა ბავშვმა ყოველ დღე აუცილებლად უნდა მიიღოს პერსონალური ყურადღება მშობლებისგან. თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ ნახევარი საათი ძილის წინ ერთად ან ივარჯიშოთ, ან უბრალოდ ისეირნოთ, მთავარია რომ დრო გაატაროთ ერთად. ასეთ შემთხვევაში ეჭვიანობასაც არ ექნება ადგილი.

Read 2968 times
საბავშვო მულტივიტამინი
53