რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ბავშვებს დღის განმავლობაში? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი დროის ერთად გატარება? გთავაზობთ ბოლო კვლევების შედეგებს

ადამიანის ტვინი მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განვითარების შემდგომ შევძელით „ჩაგვეხედა“ და დავკვირვებოდით ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს მუშაობას. ექიმი და ნეიროფიზიოლოგი ტარა სუარტი მუშაობდა ტვინზე ნეგატიურ ზემოქმედების გამომწვევ ფაქტორებზე, ის ამტკიცებს, რომ ბავშვის ტვინი საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ერთიდან ორ წლამდე და მოზარდობის პერიოდში.

ერთიდან ორ წლამდე ადამიანი სწავლობს სიარულს და ლაპარაკს
რითია განსაკუთრებული სიცოცხლის მეორე წელი? პატარა ბავშვის ტვინი ასრულებს ფანტასტიური მოცულობის სამუშაოს, ითვისებს გიგანტური რაოდენობის ინფორმაციას და ამიტომ სიცოცხლის მეორე წელი ითვლება განსაკუთრებით რთულად. საუბრის გაგება შემდეგ კი მცდელობა ლაპარაკის დაწყების კომპლექსური ამოცანაა, რომლის გადალახვაც უწევს ტვინს. დიდ ადამიანებშიც კი, რომლებიც სწავლობენ უცხო ენას ხშირად აღინიშნება ემოციური გადატვირთვა და გადაღლილობის გრძნობა. ბავშვს კი სიცოცხლის მეორე წელს უწევს ერთდროულად გაუმკლავდეს კიდევ ერთ ურთულეს საქმიანობას, ისწავლოს სიარული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტვინში ხდება ნეირონული კავშირების ინტენსიური ფორმირების პროცესი, რომელიც პასუხისმგებელია ახალ საქმიანობაზე.

შედეგად ნებისმიერმა ნეგატიურმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების სერიოზული დარღვევები.  ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან  ემოციური ტრავმა (უხეში მოქცევა, ძალადობა, მშობლებთან განშორება).

რუმინეთში 1980-90-იან წლებში ჩაუშესკუს რეჟიმის დაცემის შემდგომ ქვეყანამ გადაიტანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ბევრმა მშობელმა უარი თქვა საკუთარ შვილზე რადგან ვერ ხედავდნენ მათი გამოკვების შესაძლებლობას , ასე რომ რუმინეთის ბავშვთა სახლებში აღმოჩნდა დაახლოებით 100 000 ბავშვი, ისინი შედარებით უკეთეს მატრეიალურ პირობებში იმყოფებოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა გადატანილმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ , რაც მოიცავდა მშობლებთან განშორებას და არასაკმარის ზრუნვასა და სიყვარულს, იქონია სერიოზული გავლენა მათ შემდგომ ცხოვრებაზე.
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს როცა გაიზრდებიან უჭირთ ერთი სამუშაო ადგილის შენარჩუნება, უჭირთ კოლეგებთან ურთიერთობის დამყარება, კიდევ უფრო მეტად უჭირთ პირადი ურთიერთობების აწყობა.

მოზარდები
რისკის მეორე პერიოდი არის მოზარდობის პერიოდი. ამ დროს ხდება მოზარდის ტვინში ინტენსიური პროცესები, პირველ რიგში ტვინი ატარებს ნეირონული კავშირების  „შემოწმებას“, შლის ზედმეტებს, ისეთ ჯაჭვებს, რომლებიც არ გამოიყენებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა ადგილი გაუთავისუფლოს ახალ  ინფორმაციას.

მოზარდობის ასაკში მკვეთრად იზრდება დატვირთვა შუბლის წილებსა და თავის ტვინის პრეფრონტალურ ტერიტორიებზე, რომლებიც პასუხს აგებს ფიქრების აქტივობაზე, რთული მენტალური კონცეფციების გაგების შესაძლებლობაზე, მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაზე. მოზარდები პირველად ინტერესდებიან პოლიტიკით, სხვა სოციალური პროცესებით, აუმჯობესებენ თავის კომუნიკაციის უნარს. სწორედ ამიტომ ხშირად ამბობენ რომ ძილი არ ყოფნით, მათ ობიექტურად მეტი დრო სჭირდებათ ძილისთვის, რათა ტვინმა ბოლომდე შეძლოს აღდგენა. ნებისმიერმა ტრავმულმა ზემოქმედებამ ამ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარების პრობლემები.