17 საკვები წონაში კლებისთვის

 

ადამიანები, რომლებსაც წონაში კლება უნდათ ხშირად ყურადღებას ამახვილებენ საკვებზე და თან ისე, რომ თითქმის ყველა საკვებს იღებენ კვებითი რაციონიდან და ჭამენ მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქტს. მაგ. შვრიის ფაფას, ან წიწიბურას და ა.შ.  თუმცა ჩვენ გთავაზობთ 17 საკვებს, რომელიც წონისთვის კარგია და თან გემრიელიცაა.

  1. ნუში - წარმოადგენს ე.წ. კარგი ცხიმების წყაროს, ასევე შეიცავს ცილებს და კარგ სასუსნავს წარმოადგენს. 23 ცალი ნუში 163 კალორიას შეიცავს.
  2. ვაშლი- შეიცავს პექტინს, რომელიც ბუნებრივად სისავსის შეგრძნებას უწყობს ხელს , ასევე შეიცავს ვიტამინებს და ბოჭკოვანს.
  3. არტიშოკი - მცენარეულ მედიცინაში კარგად ნაცნობია, მრავალი სასარგებლო კომპონენტისგან შედება, თუმცა ბევრისთვის ალბათ სიახლეა. ის  ცნობილია იმითაც, რომ დიდი ოდენობით შეიცავს  ბოჭკოვანს.  არტიშოკის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის ბოსტნეულის სალათში.
  4. ავოკადო - თან გემრიელია, თანაც შეიცავს სასარგებლო ცხიმებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით C და E ვიტამინებს.
  5. ბანანი - შეიცავს რეზისტენტულ სახამებელს ასევე შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმს და მაგნიუმს.
  6. ბროკოლი - მის მიღებას მთელი რიგი უპირატესობები აქვს. არის ძალიან დაბალ კალორიული შეიცავს ბოჭკოვანს, ასევე აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება და შეიცავს ვიტამინებს.
  7. ყავისფერი ბრინჯი - შეიცავს დიდებულ ფიტონუტრიენტებს, შეიცავს რეზისტენტულ სახამებელს,  და შედარებით დაბალკალორიულია.
  8. ყაბაყი - დაბალკალორიულია, შეიცავს ბოჭკოვანს შეიცავს საჭირო ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს.
  9. სტაფილო - შეიცავს ბეტა კაროტინს , კარგია იმუნიტეტისთვის და მხედველობისთვის.
  10. ყვავილოვანი კომბოსტო - ძალიან დაბალკალორიულია, ასევე შეიცავს ვიტამინებს C; K და B6.
  11. მწარე წიწაკა - შეიცავს  კაპსაიცინს, რომელიც ზრდის ცხიმების წვას,  ასევე შეიცავს C  ვიტამინს. 
  12. ყავა - წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტს. პრაქტიკულად არ შეიცავს კალორიებს, სამაგიეროდ წვავს მაგ. ერთი ჭიქა ყავა დაახლოებით წვავს  26 კალორიას.   ოღონდ სასურველია ყავის მიღება  შაქრის გარეშე.
  13. შავი შოკოლადი - თუ ტკბილეულობა გიყვართ შესანიშნავი არჩევანია. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, ამავე დროს სტიმულანტია.
  14. კვერცხი - შეიცავს ამინო მჟავებს რაც აუცილებელია ჯანსაღი მეტაბოლიზმისთვის.  ამავე დროს შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს.
  15. ლეღვი - დიდი ოდენობით შეიცავენ საკვებ ბოჭკოებს, ამავე დროს საკმაოდ ტკბილია და შაქარსაც სისხლში არ წევს ძალიან, ვინაიდან ის ნელა შეიწოვება ბოჭკოვანის არსებობის გამო.
  16. გრეიფრუტი - ე.წ. ნულ კალორიიან საკვებს მიეკუთვნება, ამავე დროს დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს.
  17. იოგურტი / მაწონი - მცირე ოდენობით შეიცავს კალორიებს, ამავე დროს შეიცავს ცილებს და მინერალებს.   ასევე წარმოადგენს პრობიოტიკების ნაკრებს რომელიც ძალიან სასარგებლოა  საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და იმუნიტეტისთვის.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3856 times