5 საუკეთესო საკვები კუნთებისთვის

კუნთოვანი ქსოვილის განვითარება ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესშია, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი. ვინაიდან კუნთები პრდაპირ კავშირშია ჯანნმრთელობასთან. რაც მეტია კუნთი და ნაკლები ცხიმი, მით უფრო მოწესრიგებულია ნივთერებათა ცვლა.  კუნთებისთვის ცილოვანი საკვები ყველაზე კარგი არჩევანია, მაგრამ თუ  5  განსაკუთრებით კარგი საკვების დასახელება შეიძლება კუნთებისთვის ეს სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • კვერცხი - შეიცავს  ომეგა სამ ცხიმებს,  ცილებს, საჭირო ცხიმებს. ამავდროულად კვერცხი საკმაოდ იაფია და  ხელმისაწვდომია თითქმის ყველასთვის. დღეში ერთ კვერცხის მიღებით პრაქტიკულად თქვენი ცილების საჭიროების დიდ ნაწილს იღებთ . ამავდროულად ის შეხედულება, რომ კვერცხი უარყოფითად აისახება გულზე და ქოლესტერინზე კვლევებით არ დასტურდება.
  • თხილეული - თითქმის ნებისმიერი სახის. თხილი, ნიგოზი, მიწის თხილი, დიდი ოდენობით შეიცავენ ცილებს, სასარგებლო ცხიმებს, ბოჭკოვანს და ძალზედ სასარგებლოა როგორც კუნთების ფორმირებისთვის, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. დღის განმავლობაში 30-40 გრამ თხილს თუ მიიღებთ ეს საკმარისი იქნება დღიურად სასარგებლო ცხიმების და ცილების საჭიროების თითქმის ნახევრის შესავსებად.
  • ცილების შეიქი - ამ საშუალებას სპორტსმენები იყენებენ კუნთების სწრაფი ზრდისთვის, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც სასარგებლოა ის ცილები რომელსაც პროტეინების შეიქის საშუალებით იღებს ადამიანი.
  • ყველი და ხაჭო - არა მარტო ცილების არამედ კალციუმის წყაროა. შესაბამისად კუნთებისთვისაც და ძვლებისთვისაც სასურველია მათი მიღება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული მოსაზრებები რძის პროდუქტებზე, კვერცხზე და სხვა ცხოველურ საკვებზე, რომ ისინი გულის დაავადებებს იწვევენ არ დასტურდება.
  • თევზი -  შეიცავს ცილებს, სასარგებლო ცხიმებს და აუმჯობესებს კუნთების რეგენერაციას, სისხლძარღვების მდგომარეობას, მხედველობასაც კი. შესაბამისად კარგი იქნება თუ კვირაში 2-3 ჯერ დღის რაციონში ჩასვამთ თევზს.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3838 times