სტრესის მოდელები და მართვა

სტრესის მართვა წარმოადგენს ფართო სპექტრის ტექნიკას, ფსიქოთერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს სტრესის დონის შემცირებას. სტრესის მართვა თანამედროვე ცხოვრებაში ბედნიერების ერთ-ერთ გასაღებად მიიჩნევა.

სტრესის მართვა ეფუძნება სტრესის შესახებ სხვადასხვა მოწოდებულ მოდელებს.

  • გადაუდებელი რეაქცია / ბრძოლის ან გაქცევის რეაქცია - უოლტერ ქენონის მიერ იქნა შემოთავაზებული 1914, 1932
  • ზოგად ადაპტაციური სინდრომი - ჰენს სელი 1936
  • ჰენრის სტრესის მოდელი.
  • სტრესის კოგნიტიური მოდელი/ ლაზარიუსის მოდელი ( 1974)
  • ძალების რეზერვაციის მოდელი -სტივენ ჰობფოლი და ბეჩვალდი (2004)

ბრძოლა/გაქცევის მოდელი ასეთია - ადამიანის ორგანიზმში (ზოგადად ძუძუმწოვრებშიც)  სტრესის დროს აქტივდება სიმპატიკური ნერვული სისტემა, რომელიც ადამიანს განაწყობს ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის, პასიური რეაქციის გამოვლენა სტრესის დროს შეიძლება გაქცევის რეაქციად ჩაითვალოს. სიპატიკური ნერვული სისტემის გააქტივებას მოყვება ენერგიის კონცენტრაცია კუნთებში და სასიცოცხლო ორგანოებში, ამით ორგანიმი ემზადება ბრძოლისთვის.  

ზოგად ადაპტაციური სინდრომი - რომელიც შემოთავაზებულია ჰანს სელის მიერ, ის ასეთ დეფინიციას უკეთებდა სტრესს. „სტრესი წარმოადგენს  მოვლენებს, რომელიც ადამიანზე წაუშლელ დაღს ასვამს და რჩება, როგორც იარა მთელი ცხოვრება“ ყოველი სტრესის შემდეგ კი ადამიანი ხდება უფრო „მოხუცი“ ანუ სტრესი უმოკლებს სიცოცხლეს.

ამ სინდრომის მიხედვით  სტრესი სამი სტადიისგან შედგება: 1) განგაში - როცა ზემოთ აღნიშნული გაქცევა-ბრძლის რეაქცია ვლინდება, მეორე რეზისტენტობის სტადია - როცა  პარასიმპატიკური სისტემა კომპენსატორულად ერთვება და ძლიერდება, ორგანოთა მუშაობა ნორმას უბრუნდება და გამოფიტვა - ადამიანი ძლიერ დაღლილობის შეგრძნებას განიცდის,  და ამ დროს ხშირია ავადობა.  გამოფიტვის სტადია დგება, თუ სტრესი ძალიან დიდხანს გრძელდება.
ჰენრის მოდელი აღწერს სტრესის ჰორმონალურ ასახვას გავლენას ორგანიზმზე, როგორი ცვლილებებია დაცვის და დამარცხების დროს,  და რა კავშირი აქვს სტრესს  ჰიპერტენზიასთან და სხვა დაავადებებთან.

ლაზარიუსის მოდელი - აღწერს სტრესს როგორც რესუსრსების და მოთხოვნების დისბალანსს. რაც მეტი აქვს ორგანიზმს  მოთხოვნა/საჭიროები და ნაკლები შესაძლებლობები მით ძლიერია სტრესი.

რაც შეეხება კონსერვაციის მოდელს - ის აღწერს, რომ ადამიანი მუდმივად ცდილობს მოიპოვოს და შეინარჩუნოს რესურსები მაგ. ოჯახი, სამსახური, სახლი, ფული მანქანა და ა.შ. სტრესი ვითარდება როცა მათ კარგავს ან დაკარგვის საფრთხე დგება.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3425 times