როგორ ცვლის LSD ტვინის აქტივობას

LSD  წარმოადგენს ნარკოტიკს, რომელიც იწვევს  ეიფორიას და სხვა სპირიტუალურ განცდებს,  ის ამჟამად საქართველოში აკრძალულია, თუმცა მეცნიერება ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად დაინტერესდა მისით.

ვინაიდან LSD სრულიად ცვლის ტვინის აქტივობას. კვლევა ჩატარდა  მოხალისეებს შორის, რომელთაც მიიღეს ლსდ და  უტარდებოდათ ტვინის მაგნიტურ რეზონანსური გამოკვლევა(მრტ).  კვლევებმა აჩვენა, რომ  LSD  ააქტივებს ტვინის იმ უბნებს, რომელიც სხვა შემთხვევაში არ არის აქტიური,

ქმნის ახალ დროებით კავშირებს და აქტივობებს ტვინში.   შედეგად იცვლება ადამიანის აღქმა გარესამყაროსადმი.  მეცნიერების ვარაუდით შეიძლება ლსდ „ათავისუფლებს“ ტვინს და სწორედ ამიტომ არის, რომ „სილიკონის ველზე“ ასე პოპულარულია მცირე დოზებით LSD -ს მიღება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლსდ შეიძლება ახალი სიტყვა გახდეს დეპრესიების და დაბალი თვით შეფასების მკურნალობისთვის, ვინაიდან არსებობს ვარაუდები, რომ დეპრესიების დროს, დაბალი თვითშეფასების დროს არის ტვინის გადატვირთული მუშაობა  რაც იწვევს მუდმივ გადამეტებულ თვითკონტროლს და დესტრუქციულ ფიქრებს. ლსდ- ს კი შეუძლია ამ ძველი კავშირების რღვევა და ახლების წარმოქმნა, რომელიც განსხვავებულია „დეპრესიული“ კავშირებისგან. სწორედ ამიტომ შეიძლება რაღაც როლი მიენიჭოს ლსდ-ს და ფსილობიცინს (ეწ. მაგიური სოკოები) რომლებსაც შამანები ხმარობდნენ სპირიტუალური აქტების დროს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4782 times