მაგალითისთვის, რომ ავიღოთ სიკვდილიანობა მსხვილი ნაწლავის კიბოსგან გამოწვეული შემცირდა 50 % ით ბოლო 30 წლის განმავლობაში. აქ რა თქმა უნდა როლი აქვს უფრო ეფექტურ მკურნალობას და ადრეულ დიაგნოსტიკას მაგრამ სამედიცინო მიღწევები მის შედეგებს არ შეესაბამება.
მეორეს მხრივ, რომ ავიღოთ ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მათი რაოდენობა ბოლო 30 წლის განმავლობაში დაეცა 15 -20 % ით. ამის პირდაპირი ახსნა პრაქტიკულად არ არსებობს. შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანები უფრო უმოძრაოები გახდნენ, შეიძლება ის, რომ წონაში მოიმატეს, მოკლედ სხვადასხვა ახსნები შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დროსთან ერთად ადამიანების ზოგადი ჯანმრთელობა უმჯობესდება. ეს ჰიპოთეზა ეხება განვითარებულ ქვეყნებს. განვითაებად ქვეყნებზე ძნელია მსჯელობა, ვინაიდან იქ ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეკრების პრობლემა დგას, ამიტომ ზუსტად თქმა ეს ტენდენცია ყველა ხალხებში შენარჩუნებულია თუ არა ძნელია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში დაიკლო დემენციის გავრცელებამაც დაახლოებით 20 % ით 1977 წლიდან მოყოლებული.
რომ შევაჯამოთ ფაქტია, რომ სამედიცინო მიღწევებს აქვს წვლილი, მაგრამ დამატებით არის მრავალი აუხსნელი კომპონენტი, ირს გამოც დაავადებების განვითარება და სიმძიმე კლებულობს დროსთან ერთად.