10 საკვები რომელთა ჭამა ვადის გასვლის შემდეგაც შეგიძლიათ

საკვების უმეტესობა ვადის გასვლის შემდეგ მართლაც აღარ ვარგა და გადასაგდებია, მაგრამ არსებობს საკვები რომელთა ჭამაც შეიძლება ვადის გასვლის შემდეგაც. მთავარია რომ მათი შენახვა მთელი პერიოდის განმავლობაში მაცივარში მოხდეს. 

  • იოგურტი - სუფთა იოგურტი ვადის გასვლის შემდეგ 2 კვირამდე კიდევ ინახება. ოღონდ არ უნდა იყოს ხილით ან დესერტით, ან კვერცხის შემცველი.  ჩვეულებრივი, სტანდარტული იოგურტი უფრო მეტ ხანს ძლებს ვიდრე დანარჩენები.
  • შოკოლადი - ვადის გასვლის შემდეგ თითქმის ორი წელი ინახება. თავის გემოს კარგავს რა თქმა უნდა, მაგრამ  მაინც ადვილად არ ფუჭდება. ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება შეგიძლიათ  როგორც საცხობი ინგრედიენტის.
  • მაკარონი - თითქმის არ შეიცავს წყალს, ამიტომ  ინახება დიდ ხანს და არ ფუჭდება თუ მშრალ ადგილში ინახავთ. ვადის გასვლიდან მისი გამოყენება თითქმის ერთი წელი შეიძლება.
  • ყველი - დამოკიდებულია სახეობაზე. რაც უფრო მარილიანი და მყარია ყველი , უფრო მეტ ხანს ინახება. შეიძლება ვადაზე 1 წლით მეტ ხანსაც შეინახოს შესაბამის პირობებში. ხოლო  რბილი ყველები 10 დღეზე მეტით ვერ უძლებენ ვადის გასვლას.
  • პური - თუ გაფუჭებულის სუნი და ობი არ აქვს შეგიძლიათ მიირთვათ არ აქვს მნიშვნელობა რა უწერია ვადად.
  • კარტოფილის ჩიფსები - რამდენიმე თვე ინახება ვადის გასვლის შემდეგ.
  • სუნელები, სანელებლები და კეტჩუპი - ისედაც დიდხანს ძლებენ და გახსნიდან დიდხანს შეუძლიათ გაძლება. ალბათ ბევრს გაგისინჯავთ რამდენიმე თვის წინ გახსნილი  კეტჩუპი, რომელსაც ისევ ისეთი გემო აქვს და ადვილად არ ფუჭდება.
  • გაყინული საკვები პროდუქტები - ხილი, ბოსტნეული, ცილები - ინახება დიდ ხანს.   ვადის გასვლიდან  2-3 თვეც კი არაფერი ემართებათ, როგორც წესი.
  • შვრია - მშრალ ადგილას კარგად ინახება, მას შეუძლია ვადის გასვლიდან რამდენიმე თვეც კი გაძლოს.
  • ხილი და ბოსტნეული - მათთან დაკავშირებით უფრო თქვენს ინტუიციას შეგიძლიათ ენდოთ ვიდრე წარწერებს. თუ ხედავთ და სუნითაც გრძნობთ რომ ხილის და ბოსტნეულის ჭამა შეიძლება ესეიგი შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა უწერია ვადად.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3312 times