Displaying items by tag: ბავშვის აღზრდა

როცა ამ კითხვებზე გიპასუხებთ ბავშვი გულს გადაგიშლით, ის გაიღიმებს და დაიწყებს სიცილს როცა გაახსენდება რამ გაახარა ამ დღეს, დასერიოზულდება, როცა რაიმე სევდიანს გაიხსენებს. ის იგრძნობს სიამაყეს, როცა გაგიზიარებთ თავის ახალ ცოდნას.
1. რამ გაგახარა დღეს?
2. რამ აგატირა დღეს?
3. რა ისწავლე დღეს ახალი?

საშუალოდ მშობლები ბავშვებს ეუბნებიან ერთ პოზიტიურ და ორ ნეგატიურ ფრაზას, ეს ეხება იმ მშობლებს, რომლებიც უფიქრდებიან თავის სიტყვებს და ქცევებს. უმეტესობა ამასაც არ აკეთებს. ის მშობელმაც კი, ვინც ძალიან ცდილობს ბედნიერი შვილების გაზრდას, ზოგჯერ არ იცის როგორ მოიქცეს, გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც აუცილებლად  უნდა უთხრათ შვილებს.

5-6 წლის ასაკისთვის ადამიანის მსოფლმხედველობა ფაქტიურად უკვე ჩამოყალიბებულია, იმის მიხედვით, რა სათამაშოებს ანიჭებს უპირატესობას თქვენი შვილი შეიძლება ივარაუდოთ მისი მომავალი პროფესია.

რა გვაწუხებს?
ბავშვებთან ურთიერთობა ძალებს გაკარგვინებთ, ვერ გრძნობთ რომ თქვენ თქვენ ხართ. გინდათ რომ ბავშვები არ ყვიროდნენ, მშვიდად სხდებოდნენ მაგიდასთან, სწრაფად ჭამდნენ და არ ისვრებოდნენ, რომ არ ჩხუბობდნენ, ალაგებდნენ თავის ოთახს და არ დარბოდნენ სახლში თავ-პირის მტვრევით... მთავარია არ ითხოვდნენ გამუდმებით თქვენს ყურადღებას და არ გიშლიდნენ ხელს როცა საქმეს აკეთებთ.

ნუ გააკონტროლებთ მის ყველა ნაბიჯს
გადაჭარბებულ ზრუნვას პრობლემები მოაქვს. ბავშვს შეეშინდება ყველაფერი უცხოსი: ახალი ადგილების, ტექნიკის, ადამიანების, ცხოველების, მსგავსი დარღვევების პროფილაქტიკა ბავშვობაში უნდა დავიწყოთ. ბუნებრივია არ ღირს ბავშვს მისცეთ საშუალება თითის ტოსტერში ჩაყოფის, რათა დაადგინოს რომ ის ცხელია, მაგრამ თოვლი რომ ცივია ამის გარკვევა არ უნდა დაუშალოთ.

გთავაზობთ იმ მშობლების ჩვევებს, რომელთა შვილებიც დამოუკიდებლად აგვარებენ პრობლემებს:

დამოუკიდებელი ბავშვების მშობლები დგანან მათ უკან, რომ მოაგვარონ პრობლემა ერთად, და არა ბავშვის ნაცვლად
აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ შეძლონ გაუმკლავდნენ თავის პრობლემებს სხვების ჩარევის გარეშე.


დამოუკიდებელი ბავშვების მშობლები უფრო ხშირად სვამენ კითხვებს და ნაკლებად აძლევენ ბავშვებს მზა პასუხებს
სწორ კითხვებს თუ დაუსვამთ პრობლემის შესახებ, ასე მიაჩვევთ დაიწყოს გამოსავალის ძებნა დამოუკიდებლად.

ბავშვს განსაზღვრული ჩარჩოები და საზღვრები სჭირდება, მაგრამ გამუდმებული აკრძალვები ხელს უწყობს კომპლექსების ჩამოყალიბებას, ჩნდება შიშები და დანაშაულის გრძნობა, აკრძალვები უნდა იყოს სწორი.

რისი აკრძალვა არ შეიძლება ბავშვისთვის კატეგორიულად?

ნებისმიერ ბავშვს ტკივა როცა ეცემა, ბავშვობა კი წაქცევის და ნატკენი ადგილების გარეშე არ არსებობს, ბავშვი დახტის, დარბის ეცემა და ზიანდება. მას სტკივა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი გამოძახილი აქვს ამას გარშემომყოფებში. ერთია თუ აგაყენებენ და დაგამშვიდებენ, დაინახავენ რომ გტკივა, თითქოს აღიარებენ რომ გტკივა, სულ სხვა საქმეა თუ ბავშვს ეუბნებიან: შენი ბრალია, ან ის მიიღე რეც დაიმსახურე, ხომ გითხარი თვალები გაახილე და ყურადღებით იყავიო.

ასეთი რამ ხშირად ხდება სათამაშო მოედანზე, საბავშვო ბაღში, სკოლაში. ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ ჯერ არ არის მიღებული პატივისცემით მოვექცეთ ბავშვებს, ჩვენსას და სხვისას. სხვა მშობლის აგრესია აბნევს არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ზოგჯერ ბავშვის მშობელსაც, რომელმაც არ იცის როგორ მოიქცეს. მოდით ვნახოთ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, რადგან ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ რეაგირებს მშობელი:

რაც უფრო ხშირად ეღვიძება ბავშვს ღამე, მით უფრო მეტი რისკი აქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიური დაავადებების განვითარების. ექსპერტები თვლიან, რომ კოშმარები მიგვანიშნებს სუიციდის რისკის შესახებ.

დღეს ბავშვების ძილის დარღვევა ხშირია, ლონდონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის ძილი არის გასაღები ფსიქოლოგიურ პრობლემებში გასარკვევად. უძილობა, ღამის კოშმარები დაკავშირებულია ფსიქიური დაავადების განვითარების მაღალ რისკთან მოზარდობის ან ზრდასრულობის ასაკში.