ქცევები და ჩვევები რაც გაშორებთ სიმდიდრეს

წინასწარ განსაზღვრული თითქმის არაფერია და იმის თქმაც ძნელია ვინ გახდება მდიდარი და ვინ ვერა, მაგრამ არსებობს წითელი ალმები რისი მიხედვითაც თქვენი ქცევიდან გამომდინარე შეგიძლიათ იმსჯელოთ სწორ გზას ადგახართ თუ რაღაცეები შესაცვლელია. მაშ ასე გთავაზობთ  საკითხებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ თქვენ შორდებით სიმდიდრის გზას.

  • როდესაც მხოლოდ დაზოგვაზე ხართ ფოკუსირებული. რათქმაუნდა სიმდიდრე დაზოგვის გარეშე არ იქმნება მაგრამ თუ მხოლოდ დაზოგვას უთმობთ დროს და თქვენი ძალისხმევა არ არის მიმართული  შოვნისკენ გაგიჭირდებათ გამდიდრება.  უნდა შეწყვიტოთ ნერვიულობას იმაზე, რომ ფული იხარჯება და დაიწყოთ კონცენტრირება, როგორ იშოვნოთ მეტი.
  • ცხოვრებაში არასდროს გაგიკეთებიათ ინვესტიცია - წარმატებული ბიზნესმენები საკუთარი შემოსავლების 20 % ზე მეტს ინვესტიციებში ხარჯავენ. თუ თქვენ ისიც კი არ გინდათ რომ თქვენს ბიზნესში მცირე ოდენი ინვესტიცია მაინც ჩადოთ, ამ გზით უბრალოდ ვერ გამდიდრდებით.
  • თუ თქვენთვის მისაღები ფორმაა თვის ბოლოს ხელფასი -  წარმატებული ადამიანების უმეტესობა  არ არიან სხვისი დასაქმებულები, ისინი თვით დასაქმებულები არიან. ამიტომ თუ არასდროს გიფიქრიათ სხვასთან მუშაობის თავის დანებებაზე და საკუთარი საქმის დაწყებაზე გამდიდრების შანსი მცირეა.
  • თუ დაახლოებული პირი ხარ საყიდლებთან. და თუ გიყვარს ნივთების ყიდვა არა საჭიროებიდან, არამედ მხოლოდ სურვილებიდან გამომდინარე, მაშინ გამდიდრების შანსი მცირდება. მდიდარი ადამიანები არ ყიდულობენ ძვირფას ნივთებს სანამ მრავალმხრივი შემოსავალი და ბევრი ფული არ აქვთ.
  • არ იცხოვრო სხვების ოცნებების მიხედვით, საკუთარ ოცნებებს მიჰყევი. თუ გინდა წარმატებულობა უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ და ვნება გქონდეს მის მიმართ.  თუ სხვებს რაც უნდა იმას აკეთებთ, გაგიჭირდებათ.  უნდა აირჩიოთ ის საქმე რაც გიყვართ და რაც გინდათ და არა ის, რაც მშობლებს უნდათ.
  • არ გამოდიხარ კომფორტის ზონიდან - თუ წარმატება გინდათ კომფორტის ზონა უბრალოდ უნდა დაივიწყოთ. ყოველი დღე მოქმედების დღე უნდა იყოს ფარდის უკან არც ერთი წამი არ უნდა გაატაროთ.
  • ჯერ ხარჯავ და რაც გრჩება ინახავ - ასე ხშირად დაგრჩებათ ჯობია პირიქით გააკეთოთ ჯერ გადადოთ და რაც დაგრჩებათ დახარჯოთ.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3470 times