- გენეტიკური ფაქტორები, რომლის საშუალებითაც ნატრიუმის ექსკრეციაა შემცირებული თირკმელებით.
- ნატრიუმის ზრდა ზრდის პლაზმის მოცულობას, , იზრდება დარტყმითი მოცულობაც. საბოლოოდ კი იზრდება სისტოლური სისხლის წნევა.
- ასევე ნატრიუმის ექსკრეციის შემცირება ზრდის ვაზოკონსტრიქციას და ხდება პერიფერიული სისხლძარღვოვანი რეზისტენტობის ზრდა, რაც ზრდის დიასტოლური სისხლის წნევას.
ჰიპერტენზიის დამატებითი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორებია:
- სიმსუქნე
- სტრესი
- მოწევა
- მარილის დიდი ოდენობით მიღება
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
ჰიპერტენზიის გართულებები
ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან პრევენცირებად სიკვდილიანობის რისკ ფაქტორს.
ჰიპერტენზაია ზრდის გულის დაავადებების რისკს,
ინსულტის რისკს
პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს
გულის უკმარისობის,
აორტის ანევრიზმის
დიფუზური ათეროსკლეროზის
ქრონიკული თირკმლის დაავადების რისკს
ფილტვების ემბოლიზმის რისკს
დემენციის რისკს
და კიდევ სხვა მრავალი დაავადებით შეიძლება გართულდეს.
მკურნალობა
არაფარმაკოლოგიური:
- წონაში კლება
- ალკოჰოლის მიღების შემცირება
- ნატრიუმის მიღების შემცირება < 2,3 გ დღეში
- კალიუმის ადეკვატური მიღება ( >3500 მგ/დღეში)
- მოწევის შეწყვეტა
- ქოლესტერინის შემცირება
- სისხლის წნევა უნდა შენარჩუნდეს 130 /80 ის ფარგლებში.
ფარმაკოლოგიური მკურნალობა
საწყის ეტაპზე იწყებენ დიურეტიკებით მკურნალობას, ან აგფ ინჰიბიტორებით.
ჰიპერტენზიის მეორე სტადიაზე აუცილებელია ორი პერპარატის კომბინაცია (მაგ. შარდმდენი + აგფ ინჰიბიტორი)