საკვები, რომელიც ხშირად იწვევს მოწამვლას

საკვებით მოწამვლა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ, მაგრამ არსებობს საკვები  რომელთა მიღების შემდეგ მოწამვლის ალბათობა მაღალია.  წელიწადში საკვებისმიერი მოწამვლის გამო ჯანდაცვაში 600 მილიონზე მეტი იხარჯება.

  • უმი ხამანწკები - ხამანწკებს დიდ ხანს უწევთ ყოფნა თბილ წყალში ეს კი მშვენიერი შესაძლებლობაა ბაქტერიებისთვის გასამრავლებლად, ამიტომ საკვებისმიერი მოწმავლა ხშირად უკავშირდება  ხამანწკებს.
  • უკვე გამზადებული (გარეცხილი, დაჭრილი) ბოსტნეული და ხილი. რაც მეტი ადამიანი ღებულობს საკვების პროცესინგში (მომზადებაში) მონაწილეობას, მით მეტი შანსია ინფექციების გადადების, ამიტომ ჯობია საკუთარი ხელებით გარეცხოთ და დაჭრათ ხილ-ბოსტნეული.
  • ნახევრად შემწვარი მწვადი / ხორცი - ხორცი კარგად უნდა იყოს შემწვარი რათა მასში არსებული სალმონელა და ეშერიხია კოლი განადგურდეს, თუ ეს არ მოხდება ინფიცირების მაღალი რისკები არსებობს.
  • ნახევრად შემწვარი/მოუხარშავი კვერცხი - 80-90 იანებში ამერიკაში სალმონელას ეპიდემია სწორედ კარგად დაუმუშავებელმა კვერცხმა გამოიწვია.  ამიტომ უმი კვერცხის მიღება არ არის სასურველი.
  • არაპასტერიზებული რძე და წვენები - პასტერიზაციისას მართალია საკვები ღირებულება და ვიტამინები მცირდება, მაგრამ უფრო უსაფრთხო ხდება პროდუქტი.  ამიტომ არაპასტერიზებული რძის მიღებას მოერიდეთ.  თუ სოფლის რძეს იყიდით ადუღება ყველა შემთხვევაში სჭირდება.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3328 times