- საკვებისმიერი ალერგია - როცა იმ საკვებს ღებულობთ რის მიმართაც ალერგია გაქვთ პირველი ერთ-ერთ პირველი რეაქცია ლორწოვანი გარსების შეშუპება და სუნთქვით პრობლემებია , ადამიანი შეიძლება იყოს ალერგიული ნებისმიერ საკვებზე, თუმცა არის 8 გამოყოფილი საკვები რომელზეც ალერგია უფრო ხშირია: ნიგოზი, მიწის თხილი, კვერცხი, ხორბალი, რძე, თევზი, ხამანწკები და სოიო.
- სასუნთქი გზების პრობლემები - თუ ისედაც გაქვთ ფილტვების ან ბრონქების დაავადება შეიძლება კვების შემდეგ მდგომარეობა უარესდებოდეს.
- გასტროეზოფაგაური რეფლუქსი. როდესაც კუჭში არსებული მჟავა საყლაპავში ბრუნდება უკან (ნორმაში ასე არ უნდა იყოს) ეს იწვევს გულძმარვის შეგრძნებას რომელსაც თან შეიძლება ახლდეს ქოშინიც.
- არითმია - გულის ცემის რიტმის დარღვევა - საკმაოდ ხშირია, მრავალ შემთხვევაში საშიში არ არის, მაგრამ არითმიები უყურადღებოდ მაინც არ უნდა დატოვოთ. თუ გულთან დაკავშირებული სიმპტომები გაქვთ მიაკითხეთ კარდიოლოგს.
- შფოთვით დარღვევები - შიშები, პანიკური შეტევები და შფოთვა შეიძლება გახდეს სუნთქვის გაძნელების მიზეზი. ამიტომ სტრესის მართვას თქვენს ცხოვრებაში ენიჭება მეტი მნიშვნელობა , თუ ეფექტურად მართავთ მას, შეიძლება სუნთქვის პრობლემებიც მოგეხსნათ.