ქალური სიბრძნის 7 საიდუმლო

უთხარი რა გინდა
შენი მამაკაცი ვერ მიხვდება რას ელოდები მისგან სხვადასხვა სიტუაციაში. ისევე როგორც ყოველთვის ვერ გაიგებს რა გეწყინა და რაზე გაბრაზდი.



ნუ აიძულებ უყვარდეს შენი დაქალები
თუ მას ქალებთან ჩაის სმა არ უნდა ეს კარგია. ზოგჯერ ხომ უმჯობესია ქალებთან დროის გატარება. ქმართან ყოფნას ისედაც მოასწრებ.


ხშირად ჩაეხუტე
ზოგჯერ ერთი ჩახუტება უფრო ბევრს შეცვლის ვიდრე უამრავი სიტყვა. ჩახუტება არა მხოლოდ აახლოებს, არამედ გაძლევთ სულიერი სიახლოვის და სიმშვიდის შეგრძნებას, რადგან გრძნობ რომ უყვარხარ და ესმის შენი.

არასოდეს არ დაიწყო კონფლიქტი ძილის წინ
რაც არ უნდა კარგი დღე იყოს მაინც როგორც უარყოფითი ისე დაამახსოვრდება მას. თანაც რაც საღამოს მნიშვნელოვანი და საშინელი გეჩვენება დილას შეიძლება სულაც უმნიშვნელოდ ჩათვალო.


არ გაიხსენო წარსული
ყველა ურთიერთობაშია სირთულეები. თუ რამე მოხდა, შემდეგ კი აპატიე, მორჩა, აღარასოდეს გაახსენო როგორი დამნაშავეა და რა სულგრძელი ხარ შენ.


გაატარეთ დრო ერთად

დაე ყოველთვის გქონდეს დრო საყვარელი ადამიანისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული სექსით თუ ყვავილების გადარგვით, მთავარია რომ ამ დროს ერთად ატარებთ.

ნუ დამალავ მადლიერებას
გააკეთა რაც სთხოვე? გადაუხადე მადლობა და შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო მეტს და სიამოვნებით გააკეთებს შენთვის. ხშირად უთხარი მადლობა და გააკეთე ეს გულწრფელად. სინამდვილეში ხომ ბევრი რამეა რის გამოც მადლიერი ხარ საყვარელი ადამიანის.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4426 times