პომიდვრის სუპი ფრიკადელებით

100გრ - 95კკალ
ინგრედიენტები:

პომიდორი თავის წვენში 800მლ
ხახვი 2ც
ძროხის ფარში 300გრ
კვერცხი 1ც
ბულიონი ან წყალი 250გრ


ზეითუნის ზეთი 2ს/კ
ნიორი 2კბილი
ყველი 50გრ
ძმარი 1-2ს/კ
საფანელი 2ს/კ
მწვანილები, სუნელები, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ხახვი დავჭრათ, ნაწილი შევურიოთ ფარშს, კვერცხს, საფანელს, სუნელებს და ამოვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარგად ამოვურიოთ და გავაკეთოთ პატარა ბურთულები ხორცისგან. შევწვათ ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან.
ნივრის კბილები დავჭყლიტოთ, შევურიოთ ხახვის მეორე ნახევარი და მოვშუშოთ იქ სადაც შევწვით ფრიკადელები, დავამატოთ ბულიონი და პომიდორი თავის წვენით. მივიყვანოთ ეს მასა ადუღებამდე, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 15წთ.
ფრიკადელები დავალაგოთ საცხობ ფორმაში დავახეხოთ ზედ ყველი და შევდოთ 200გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. სუპი ამასობაში დავაბლენდეროთ, შევანელოთ, მზა ფრიკალდელები შიგ ჩავალაგოთ, მოვაყაროთ მწვანილი და გემრიელად მივირთვათ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3299 times