სიყვარული თუ მეგობრობა?

ამბობენ, რომ იდეალური ქორწინების საიდუმლო იმაშია, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ პირველ რიგში კარგი მეგობრები. ფსიქოლოგებმა ბევრჯერ დაადასტურეს, რომ თუ წყვილი ერთმანეთს მეგობრებად აღიქვამს, მათი ურთიერთობა გრძელდება გაცილებით დიდხანს. თუმცა კარგი მეგობრობა შეიძლება არასოდეს არ გადაიზარდოს რომანტიულ ურთიერთობაში. სიყვარულს და მეგობრობას აქვს მსგავსი და განმასხვავებელი ფაქტორები, მოდით გადავხედოთ მათ.



რა აქვს საერთო სიყვარულს და მეგობრობას ?

მიზიდულობა
არ არის აუცილებელი ადამიანით გატაცება იყოს მხოლოდ სექსუალური ან რომანტიული. საუკეთესო მეგობრებს აქვთ მიზიდულობა. ის ადამიანები კი, ვინც მრავალი წელია მეგობრობს, განშორების დროს განიცდიან იმავე გრძნობას რასაც შეყვარებულები.

სიახლოვე
როცა ჩვენ გულს ვუშლით ვინმეს, ვუზიარებთ ჩვენს ოცნებებს, ფიქრებს, მიზნებს და გეგმებს, ეს ადამიანი ბუნებრივად უფრო ახლობელი ხდება ჩვენთვის ვიდრე სხვა დანარჩენები. თუ ასეთივე სიახლოვეს ვგრძნობთ მისგანაც, მაშინ ჩნდება მტკიცე კავშირი, დაფუძნებული ნდობასა და გაგებაზე. ეს შესაძლებელია მეგობრებს შორისაც და შეყვარებულებს შორისაც.

პატივისცემა
ჯანსაღი რომანტიული ურთიერთობა დაშენებულია ურთიერთ პატივისცემაზე, სწორეთ იგივეს თქმა შეიძლება მეგობრობაზეც. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ თუ აღფრთოვანებული ხართ ახლობელი ადამიანით, ეს ნიშნავს რომ მისდამი განიცდით რაიმე სხვა გრძნობასაც მეგობრობის გარდა. მეგობრები, რომელთანაც თავს კარგად გრძნობთ და გახარებთ მისი წარმატებები, თქვენზე იმოქმედებენ მხოლოდ დადებითად, მოგცემენ შთაგონების წყაროს, მათი პატივისცემა და ერთგულება კი დაგეხმარებათ ხელი არ ჩაიქნიოთ მძიმე წუთებში.
მხარდაჭერა
ერთმანეთის მხარდაჭერა მძიმე წუთებში მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების ძირითადი მომენტია. ის გვეხმარება განვითარებაში, ცვლილებებში და იმის უკეთ გადატანაში რაც ჩვენს თავს ხდება.

სიამოვნება
ერთმანეთთან ყოფნით ტკბობა, ერთად მხიარულება, ერთსა და იმავე ხუმრობაზე სიცილი და შეხვედრის მოლოდინი, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ  ნიშნავს რომ რომანი გაქვთ, მაგრამ ეს ჭეშმარიტი ნიშანია იმისა რომ ძალიან კარგი მეგობრები ხართ.

რითი განსხვავდება სიყვარული და მეგობრობა

პირველი და ძირეული სხვაობა არის სექსი. თუმცა დღეს აქაც საზღვრები ნაწილობრივ წაშლილია, არსებობს „მეგობრული სექსიც“. თუმცა არის ურთიერთობის სხვა ასპექტებიც, რომლებიც განასხვავებს შეყვარებულებს მეგობრებისგან:

საერთო მიზნები
საერთო მომავალს გეგმავს მხოლოდ რომანტიული წყვილი. და მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების აზრები შეიძლება ემთხვეოდეს რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ცხოვრების წესზე, მათი ცხოვრებისეული მიზნები ხშირად განსხვავებულია.

დრო და ყურადღება
რომანტიულ ურთიერთობებში პარტნიორები უძღვნიან მთელ თავის თავისუფალ დროს და ყურადღებას ერთმანეთს, რასაც ვერასოდეს ვერ შეხვდებით ყველაზე დიდ მეგობრებს შორისაც კი. ორი ადამიანი, თავად ირჩევს ერთმანეთზე კონცენტრირებას, და ის ყურადღება, რომელსაც იღებენ მეორისგან აძლევს საშუალებას იგრძნონ თავი კომფორტულად. და თუ ერთ პარტნიორს აღარ სურს დახარჯოს დრო და ძალები მეორეზე, ეს შეიძლება ურთიერთობის მოახლოებულ დასასრულზე მიანიშნებდეს.

ერთმანეთზე დამოკიდებულება

რომანტიული ურთიერთობის განმსაზღვრელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს პარტნიორების ერთმანეთზე დამოკიდებულების ხარისხი. მეგობრები დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე, მაგრამ შეყვარებულების ცხოვრება მტკიცედ არის გადახლართული ერთმანეთში. ურთიერთობაში ორი ადამიანი სულ უფრო და უფრო ეყრდნობა მეორე ადამიანს და საბოლოო ჯამში „მე“ და „შენ“ ქრება და რჩება „ჩვენ“

პოზიტიური ილუზიები
ჯანსაღ ურთიერთობაში პარტნიორები მოხიბლული არიან ერთმანეთით. მათ აქვთ ამაღლებული მოლოდინი და წარმოდგენები საყვარელ ადამიანზე, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა რეალობას. თუმცა ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს სრულიად ნორმალურია. სწორედ ასეთი ფერადი ოცნებები განასხვავებს სიყვარულს მეგობრობისგან.

ზეგავლენა
მეგობრები ახდენენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე, მიზნებზე და გეგმებზე, მაგრამ საყვარელი ადამიანი აქ მეტ ძალაუფლებას ფლობს. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვაქციოთ პარტნიორები ჩვენი თვითშეგრძნების ნაწილად, სხვა ადამიანებთან ეს შეუძლებელია.

ვალდებულებები
პასუხისმგებლობის აღება ხშირად ავიწყდებათ, არადა ამაზეა დამოკიდებული დარჩებიან ადამიანები მეგობრებად, თუ გადავლენ რომანტიულ ურთიერთობაში. რომანტიული ურთიერთობების დაწყების გადაწყვეტილება მოიაზრებს სტაბილურობას და ასახავს გაცნობიერებულ არჩევანს წყვილის შექმნის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების მიღება მომავალი ურთიერთობის შესახებ სერიოზული ნაბიჯია, რომელიც მოითხოვს ყველა პლიუსის და მინუსის, შესაძლებლობის,  აწონ-დაწონვას . და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მეგობარს შეუძლია იქცნენ კარგ წყვილად, სწორედ გადაწყვეტილება და სურვილი მიუძღვნას თავისი ცხოვრება ვიღაც ერთს განსაზღვრავს რომანტიული კავშირის წარმატებას.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 8487 times