შეიძლება თუ არა ღალატის პატიება

როგორ გადავიტანოთ საყვარელი ადამიანის ღალატი? როგორ გავერკვეთ სიტუაციაში და გავიგოთ შევძლევთ თუ არა პატიებას? ჩვენი სტატია დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.



მიეცით თავს დრო
საყვარელი ადამიანის ღალატი მტკივნეული ტრავმაა, რომ გადაიტანოთ ის საჭიროა დღეები, თვეები, ზოგჯერ კი წლებიც სიტუაციიდან გამომდინარე. მთავარია მოახერხოთ დამშვიდდეთ რომ  შეძლოთ იაზროვნოთ ლოგიკურად და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მთავარ პრიორიტეტად აქციეთ საკუთარ თავზე ზრუნვა. მოიწყეთ დასვენების დღეები, ერთი კვირით მაინც შეიცვალეთ გარემო, ახალი შთაბეჭდილებები და ხარისხიანი დასვენება დაგეხმარებათ დამშვიდდეთ და მოიყვანოთ აზრები წესრიგში.

გაარკვიეთ მიზეზი
როგორც წესი ღალატი მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია, უნდა გაარკვიოთ რა დგას ღალატის უკან. თუ ეს მოხდა სერიოზული კონფლიქტის შემდეგ, თუ მასთან მჭიდრო კავშირი გაქვთ, თუ ის ძალიან ნანობს თავის საქციელს, ღალატი ღალატად რჩება, მაგრამ მას შედარებით დიდი შანსი აქვს პატიების, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ამას არ ნანობს და ღალატს აქვს სისტემატიური ხასიათი, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენი ურთიერთობა ფაქტიურად დასრულებულია. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და ერთმანეთთან , რომ მიიღოთ ოპტიმალური გადაწყევტილება და გაიგოთ, აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას მომავალი.

ნუ დაიწყებთ დანაშაულის გრძნობით მანიპულირებას
ყველაზე ცუდია როცა გამუდმებით ახსენებთ ადამიანს ღალატის შესახებ, გახსოვდეთ დანაშაულის გრძნობა მტანჯველი რამაა. თუ აპირებთ ურთიერთობის შენარჩუნებას, ეს მტკივნეული მომენტი უნდა გადაიაროთ და უკან მოიტოვოთ, არ უნდა გამოიყენოთ ის სადამსჯელო ინსტრუმენტად. ანუ თქვენი მთავარი მიზანია არა დამნაშავის პოვნა, არამედ იმის გადაწყვეტა როგორ მოიქცეთ.

ნუ დაიწყებთ მომხდარის განხილვას გარშემომყოფებთან
საუბარი არ არის იმაზე, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტოთ, ასეთ დროს ყველაზე ძალიან გჭირდებათ მხარდაჭერა, მაგრამ მიუხედავად ამისა იყავით ფრთხილად მოსაუბრის არჩევისას. უნდა ენდობოდეთ ამ ადამიანს, ახლა ჭორები არ გჭირდებათ, ამასთანავე ეს გამოიწვევს უამრავი რჩევების, რეკომენდაციების და დიაგნოზების მოზღვავებას თქვენი მიმართულებით. ტკივილის და დაბნეულობის მომენტში ჩვენ ძალიან ადვილად გვტკივა გული და მართვადი ვხდებით, რამაც შეიძლება არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ჯობია აირჩიოთ ერთი ან ორი სანდო ადამიანი და მათ გაუზიაროთ თქვენი განცდები.


ნუ ეცდებით იყოთ რაციონალური
მთავარი არ არის ლოგიკა ამ სიტუაციაში, მთავარია თქვენი სურვილები, მოუსმინეთ და მიყევით თქვენი გულის ხმას, ის აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 9650 times