Power.ge - ქალი

სიყვარული ძლიერი ემოციური გრძნობაა, რომელიც ყალიბდება ორ ადამიანს შორის. მისი ფორმები და მოდელები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. John Lee-ს მიერ განიხილება სიყვარულის  ექვსი სხვადასხვა მოდელი. სიყვარულის სახეები ან სიყვარულის “ფერები”- ზოგჯერ ასეც მოიხსერნიებენ:  ეროსი, ლუდუსი, სთორჯი, პრაგმა, მანია,  აგაპე.
ეროსი– სიყვარულის ეს მოდელი გამოირჩევა გრძნობების ქარიშხლით, მძლავრ ემოციურ განცდებზე დაფუძნებული გრძნობაა. ასე შეყვარებული ადამიანები, მძლავრად არიან ორიენტირებულები ინტუიციაზე და “ქიმიურ” სიყვარულზე, ისინი  როგორც წესი აღნიშნავენ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდათ.   ამ მოდელით შეყვარებულებისთვის  ბედნიერების და სიამოვნების გაძლიერება გახანგრძლივებაა ქორწინება, მათ ცხოვრებაში სექსს დიდი ადგილი უკავია. ასეთი წყვილები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ მოფერებით  შერქმეულ სახელებს. მაგ. “ფისო”, “ძვირფასო”, “საყვარელო”, “ტკბილო” და ა.შ.   ეროსით შეპყრობილი ადამიანები, ხშირად განიხილებიან “წყალწაღებულ” რომანტიკოსებად.