შეშის "ფეჩი" სკოლებში, ანუ რაც 90 იანების მოსწავლეებს ახსოვთ.

საბავშვო მულტივიტამინი

 

  • დაფის წამშლელი ბავშვები - დასჯის ან პრივილეგიის მიზნით. როცა მასწავლებლებს უნდოდათ ბავშვი დაესაჯათ ან აღმატებულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ აიძულებდნენ მას წაეშალა და „გუპკით“ და სველი წყლით გაეპრიალებინა დაფა.

  • შრომის გავეთილებზე საფერფლეების გაკეთება. ჯერ კიდევ  20  წლის წინ შრომის გაკვეთილებზე ბავშვებს შეეძლოთ მამისთვის საჩუქრად საფერფლეები გაეკეთებინათ.

  • გენდერ სპეციფიური კლასები და სკოლები და/ან გაკვეთილები.  იყო სკოლები და კლასები სადაც გოგოები და ბიჭები ცალ ცალკე სწავლობდნენ ( ეს პრობლემა საქართველოში  შედარებით ნაკლებად იდგა)

  • ომობანა - თითქმის ყველა დროში თამაშობდნენ ბავშვები თუმცა განსაკუთრებით აქტუალური 20-30 წლის წინ იყო. რეალურად ასეთი თამაშები  ძალადობის პრომოციაა და  ცდილობენ  რომ შემცირდეს. დღეს რეალურმა ომობანამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

  • ზოგიერთ სკოლაში ადრე სამხედრო გაკვეთილებს და იარაღით სროლას ასწავლიდნენ. დღეისთვის მსგავსი მაგალითები არის ისრაელში და სხვადასხვა დაგუფეფებში (ტერორისტებს შორის) თუმცა ცივილიზებულ სამყაროში ბავშვისთვის იარაღიდან სროლის სწავლა არ არის მისაღები.

  • წებოს ყნოსვა ცელოფნის პარკებით - 90 იანების სკოლის ბავშვებს კარგად ახსოვთ წებოს სუნი საკლასო ოთახებში  ბავშვები წებოს ყნოსავდნენ რათა სიამოვნება მიეღოთ. დღეისთვისაც ზოგი ბავშვი აკეთებს ამას, მაგრამ გავრცელებული ნაკლებადაა და ასოცირებულია დაბალ სოციოეკონომიკურ პირობებთან.

  • სკოლებში დანების ტარება - საკმაოდ მოდური და ქურდულ მენტალიტეტთან ასოცირებული იყო, ზოგს კი  შვედური არმიის მრავალფუნქციური დანა დაჰქონდა სკოლაში.

  • ხეზე აცოცება - დღეს ნაკლებად თუ ნახავთ ბავშვი რომელიც ხეზე ადის, არადა ჯერ კიდევ 15-20  წლის წინ სკოლის ბავშვებს ძალიან უყვარდათ ეს პროცესი.

  • ბავშვების სიმაღლის და სქესის მიხედვით დაყენება - შეიძლება ზოგიერთ სკოლაში დღესაც არის მაგრამ, ცოტა ხნის წინ ქართული სკოლებისთვის   „ფიზრის“  გაკვეთილისთვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
  • კუთხეში დაყენება - ჯერ კიდევ  15 -20 წლის წინ  დასჯის მიზნით ბავშვების კუთხეში დაყენება ჩვეულებრივი მოვლენა იყო სკოლებში.   მეტიც  პირადად მე (90-იანების „ბავშვი “:D )მყავდა რელიგიის მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს  დასჯის მიზნით ხელებ აწეულს აყენებდა კუთხესთან, ვითომ ჯვარზე ხართ გაკრულები ნახეთ რა ძნელიაო, ეს ყველაფერი საშინელი ძალადობის ელემენტებს შეიცავდა და დღეს რათქმაუნდა დასჯადია.

  • სახაზავის დარტყმა თითებზე - სულ ცოტა ხნის წინ დასჯის მეთოდი იყო, მასწავლებელი  ჩამოივლიდა და ვინც ხმას იღებდა თითებზე სახაზავს გადაარტყავდა.

  • ბულინგის სახეობა -  „თავანის“ ან „ობშიაკის“ ფულის აგროვება სკოლებში. აუცილებლად გამოჩნდებოდა, კლასში ერთი ბიჭი მაინც, რომელსაც სულ „თავანი“ ჰქონდა ჩასაბარებელი, ან სულ „ობშიაკი“ ქონდა ჩასაწერი ციხეში მჯდომი „ძმებისთვის“ 

  • შეშის "ფეჩი" სკოლებში - 90 იანების ბავშვებს კარგად ახსოვთ შეშის „ფეჩის“ გემო, დანთება, სუნი, გაკვეთილების გაცდენა, იმის გამო რომ ეს ფეჩი ბოლავდა. ბიჭებს ახსოვთ  „ზილის“ მიერ მოტანილი შეშის ამოტანა, ხოლო გოგოენებს მათი „ლამაზად“ დალაგება. 

 

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

 

Read 7783 times
საბავშვო მულტივიტამინი
158