მრავალი წლის მანძილზე, გოგონები, რომლებიც გაიზარდნენ თოჯინა ბარბისთან ერთად თავს იტანჯავდნენ მრავალრიცხოვანი დიეტებით, რომ დამსგავსებოდნენ იმ იდეალს, რომელსაც ბარბის სხეული წარმოადგენდა. ბევრი მათგანი პლასტიკურ ქირურგიასაც კი მიმართავდა. ეს დრო სამუდამოდ უკან რჩება.
ბარბის მალე გაუჩნდება თეძოები, მკერდი და იქნება სხვადასხვანაირი. კომპანია აპირებს გამოუშვას 4 სხვადასხვა აგებულების ბარბი: მაღალი ბარბი, მოზარდი ბარბი, პუტკუნა ბარბი.
ბარბის ექნება: სხეულის 4 ტიპი, კანის 7 შეფერილობა, 22 ვარცხნილობა და 22 თვალის ფერი. ასე ბავშვები მიხვდებიან რომ სილამაზე იდეალი და პარამეტრები არ არის, სილამაზე თავისებურია და ის ჩვენში ყველაშია...
როგორც იქნა თოჯინა ბარბის ადამიანის პარამეტრებით გამოუშვებენ
კომპანია Mattel - მა გაითვალისწინა მრავალრიცხოვანი მომხმარებლის პრეტენზია და გადაწყვიტა გამოუშვას თოჯინა ბარბი, რომელიც ნამდვილი ადამიანის პარამეტრები ექნება.