უსიყვარულოდ, სიცივეში და კრიტიკაში გაზრდილი შვილები

საბავშვო მულტივიტამინი

ასე გაზრდილი გოგონები უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომებს ურთიერთობაში, ეს ძნელია, მაგრამ აქედან გამოსავალი არსებობს. და კიდევ ერთი: ყურადღება მიაქციეთ რას ეუბნებით შვილებს.



ბავშვობაში გოგონა პირველად იგებს ვინ არის სარკეში, რომელიც მისთვის არის დედა. ის განცდა, რომ მას ხედავენ და ესმით მისი აძლევს ძალას რათა გაიზარდოს და იქცეს დამოუკიდებელ პიროვნებად. გოგონა, რომელიც დედისგან ვერ გრძნობს სიყვარულს მარტო გრძნობს თავს, ან როცა ხედავს  ცვალებადობას ან იღებს სასტიკ კრიტიკას ძალიან ადრე იღებს ცხოვრებისგან სხვა გაკვეთილებს. მან არ იცის რა მოხდება შემდეგში, როგორ მოექცევა ხვალ დედა, ეძებს დედის სიყვარულს, მაგრამ ეშინია რა რეაქცია მოყვება ამას და არ იცის როგორ დაიმსახუროს. ამბივალენტური მიჯაჭვულობა ასეთ დედასთან აჩვევს ბავშვს იმას, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ არის საიმედო და მათი ნდობა არ შეიძლება, ის გაურბის სიახლოვეს, მის სულში კი ჩნდება საშინელი კონფლიქტი მის ბავშვურ მოთხოვნილებას სიყვარულის მიმართ და  იმ ემოციურ და ფიზიკურ ძალადობას შორის, რომელსაც იღებს პასუხად.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედის სიყვარულის მოთხოვნილება არ ქრება მას შემდეგაც კი, რაც ბავშვი აცნობიერებს რომ ეს შეუძლებელია. ეს მოთხოვნა ცხოვრობს მის გულში იმ საშინელი ფაქტის გვერდით რომ იმ ერთადერთ ადამიანს ვისაც უნდა უყვარდეს უპირობოთ, მხოლოდ იმიტომ რომ არსებობს არ უყვარს. რომ გაუმკლავდეს ამ გრძნობას ზოგჯერ საჭიროა მთელი ცხოვრება.



გოგონებს, რომლებიც იზრდებიან და აცნობიერებენ რომ არ უყვარს დედას, რჩებათ ემოციური ჭრილობები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს მათ მომავალ ურთიერთობებს და იმას როგორ მოაწყობენ თავის ცხოვრებას. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ზოგჯერ ისინი ვერ ხვდებიან ნამდვილ მიზეზს და თვლიან, რომ ყველაფერში თვითონ არიან დამნაშავე.

საკუთარი თავის რწმენის არ ქონა

ასეთმა ბავშვებმა არ იციან, რომ ისინი იმსახურებენ ყურადღებას, მათ არ ახსოვთ გრძნობა რომ ვინმეს უყვარს. ის იზრდებოდა და ეჩვეოდა იმას რომ აიგნორებენ, ან კიდევ უარესი აკვირდებიან და აკრიტიკებენ ყველაფერზე. მაშინაც კი თუ დამყოლი ხასიათი აქვს, მას მუდამ ჩაესმის დედის ხმა, რომელსაც აღიქვამს თავისად, - ის ეუბნება რომ ცუდი შვილია, უმადური, ყველაფერს ჯინაზე აკეთებს, ვის დაემსგავსა ნეტა ასეთი. ბევრ მათგანს აქვს შეგრძნება, რომ ხალხს ატყუებენ და მათი ხასიათი სინამდვილეში სხვანაირია, ნაკლიანი.

არ ენდობიან ადამიანებს

„ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა რომ ჩემთან მეგობრობა უნდოდათ, ვფიქრობდი რაიმე სარგებელს მოელოდნენ ამისგან“. ასეთი შეგრძნებები უჩნდებათ, როცა ბავშვობაში დედა ხან დაუახლოვდებოდა ხან შორდებოდა. მათ გამუდმებით ჭირდებათ მტკიცებულება, რომ გრძნობებს და ურთიერთობებს ენდონ, რათა ქონდეთ რწმენა იმისი, რომ ხვალ არ მიატოვებენ. „მართლა გიყვარვარ?“ „რატომ არ მელაპარაკები?“ „ხომ არ მიმატოვებ?“ მაგრამ სამწუხაროდ სწორედ იმ ურთიერთობის ტიპს ირჩევენ, რომელიც ქონდათ ბავშვობაში.  დიდობაში მათ სურთ ემოციური ქარბუქები, დაღმართები და აღმართები, განშორებები და ტკბილი შერიგებები. ნამდვილი სიყვარული მათთვის ყოვლისმომცველი ვნებაა, ჯადოსნური ძალა, ეჭვიანობა და ცრემლები. მშვიდი, ნდობით აღსავსე ურთიერთობა მათ ეჩვენებათ ან არარეალურად(არ სჯერათ რომ ასეთი არსებობს) ან მოსაწყენად. ჩვეულებრივი მამაკაცი როგორც წესი ვერ იქცევს მათ ყურადღებას.

სირთულეები პირადი საზღვრების დაწესებაში

ბევრი მათგანი, ვინც გაიზარდა გამუდმებულ კრიტიკაში და სიცივეში, ყვება რომ მუდამ გრძნობდნენ დედის სითბოს მოთხოვნილებას, მაგრამ ამავე დროს ესმოდათ, რომ არ იცოდნენ როგორ მიეღოთ ის. ის, რაც იწვევდა მშობლის ღიმილს დღეს, ხვალ შეიძლება გაღიზიანების მიზეზი გამხდარიყო. ზრდასრულ ასაკშიც ასეთი ადამიანები ცდილობენ ასიამოვნონ თავისი პარტნიორები და მეგობრები, რომ თავი აარიდონ სიცივეს მათი მხრიდან. ისინი ვერ გრძნობენ საზღვარს „ცივს“ და „ცხელს“ შორის, ხან ახლოვდებიან, ეძებენ ძალიან ახლო ურთიერთობებს, ხან პირიქით ეშინიათ ადამიანთან დაახლოება რადგან ფიქრობენ რომ ხელს კრავს ის. მათ ხშირად აქვთ პრობლემები მეგობრობასთანაც. „როგორ გავიგო რომ ნამდვილად ჩემი მეგობარია?“ „ის ჩემი მეგობარია, ამიტომ უარს ვერ ვეუბნები, ეს კი იმას იწვევს რომ ისევ არ მაფასებენ სათანადოდ“.
რომანტიულ ურთიერთობებში ასეთი გოგონები ავლენენ მიჯაჭვულობას და თან ცდილობენ გაქცევას: ისინი გაურბიან სიახლოვეს, მაგრამ ეძებენ ახლო ურთიერთობებს, ძალიან ადვილად ტკივათ გული და დამოკიდებული არიან. ძალიან ეშინიათ, რომ ურთიერთობა ისეთ ტკივილს მოუტანთ, როგორსაც გრძნობდნენ ბავშვობაში, როცა ეძებდნენ დედის სიყვარულს და ვერ პოულობდნენ.

დაბალი თვითშეფასება, როცა ადამიანი არ აღიარებს თავის ღირსებებს
ერთი ასეთი გოგონა თერაპიაზე ყვებოდა: „ ბავშვობაში ისე მზრდიდნენ, რომ ძირითადად ებრძვოდნენ ჩემს ნაკლოვანებებს, ღირსებებზე არ მელაპარაკებოდნენ, ახლა სადაც არ უნდა ვმუშაობდე, მეუბნებიან რომ არ ვიჩენ ინიციატივას და არ მივისწრაფი წინსვლისკენ“. ბევრი მათგანი გაოცებულია რომ შეძლეს რაღაცის მიღწევა, ბევრი მათგანი ბოლომდე ცდილობს გადადოს მომენტი როცა უწევთ გაცნობა, ახალი სამსახურის ძებნა, რომ გაექცნენ იმედგაცრუებას. წარუმატებლობა ამ შემთხვევაში მათთვის იქნება სრული ხელის კვრა, რადგან იგი გაახსენებთ იმ სასოწარკვეთას, რომელსაც განიცდიდნენ ბავშვობაში, როცა დედისგან ვერ იღებდნენ სითბოს.

მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ასეთი გოგონები ხვდებიან, რომ ნორმალური გარეგნობა ქონდათ. „შემთხვევით გადავაწყდი ჩემს ფოტოს, როცა უკვე მყავდა შვლები და დავინახე სიმპათიური ქალი, არც მსუქანი, არც გამხდარი. თითქოს სხვისი თვალებით შევხედე საკუთარ თავს, მაშივე ვერც კი მივხვდი რომ მე ვიყავი ასეთი კარგი“

გაქცევა როგორც თავდაცვის მექანიზმი და ცხოვრებისეული სტრატეგია
იცით რა ხდება, როცა ასეთი ადამიანი იწყებს სიყვარულის ძებნას? ნაცვლად: „მინდა რომ შემიყვარონ“ ასეთი გოგონები გულის სიღრმეში განიცდიან შიშს: „არ მინდა რომ კიდევ მატკინონ გული“. მისთვის სამყარო შედგება პოტენციურად საშიში მამაკაცებისგან, რომელთა შორის რაღაც შეუცნობელი გზით უნდა იპოვონ თავისი.

გადაჭარბებული მგრძნობელობა
ზოგჯერ ვიღაცის ხუმრობა ან შედარება მათში იწვევს ცრემლებს, რადგან ეს სიტყვები ძალიან მძიმედ ხვდებათ და აღვიძებს მოგონებებს. „ როცა ძალიან მძაფრად ვრეაგირებ ვინმეს სიტყვებზე, ვახსენებ ჩემს თავს, რომ ეს ჩემი თავისებურებაა, შეიძლება ადამიანს სულაც არ უნდოდა ჩემი წყენინება“. ასევე ასეთი გოგონებს უჭირთ გაუმკლავდნენ თავის ემოციებს , მათ არ ქონდათ გამოცდილება, როცა ვინმე უპირობოთ იღებდა მათ ფასეულობებს, რომელიც საშუალებას მისცემდათ მყარად მდგარიყვნენ ფეხზე.

დედური ურთიერთობის ძებნა მამაკაცებთან ურთიერთობაში
ჩვენ მიჯაჭვული ვართ იმასთან, რაც ჩვენი ბავშვობის ნაწილია, როგორიც არ უნდა იყოს ის. „მხოლოდ წლების მერე გავიგე, რომ ჩემი ქმარი, მექცეოდა ისევე, როგორც დედაჩემი და მე თვითონ ავირჩიე ის, პირველი სიტყვები რომელიც გაცნობისას მითხრა იყო: თქვენ თვითონ მოიფიქრეთ ასე შარფის შეკვრა? მოიხსენით. მაშინ ეს ძალიან ორიგინალურად მომეჩვენა.

ძალიან რთულია გაიზარდო უსიყვარულოდ, შეიძლება თქვენ გერგოთ ეს სირთულე, მაგრამ ბევრმა ადამიანმა გამოიარა იგივე და შეძლეს მისი გადალახვა.

 

Read 3155 times
საბავშვო მულტივიტამინი
53