10 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ის მალე მიგატოვებთ

როგორ უნდა მიხვდეთ თუ მამაკაცი თქვენს მიტოვებას აპირებს?
თქვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა, ზოგჯერ გეჩვენებათ რომ თქვენს წინაშე ახლობლი ადამიანის ნაცვლად სრულიად უცხო ადამიანია. ეს შეიძლება იმის ნიშანია რომ მალე ის გაქრება თქვენი ცხოვრებიდან და შეიძლება უსიტყვოდაც, თუ არ იცის როგორ გელაპარაკოთ იმაზე, რაც არ მოსწონს. თუ გსურთ მოიგოთ დრო და მოაგვაროთ ურთიერთობა , ყურადღება გაამახვილეთ იმ ნიშნებზე, რომელსაც ის გაწვდით თავისი ქცევებით.



1. სულ უფრო იშვიათად გწერთ და გირეკავთ
თუ ადრე დღეში ერთხელ მაინც გირეკავდათ/გწერდათ, ახლა აღარ გწერთ იგივე სიხშირით და თქვენს გზავნილებსაც ზოგჯერ არ პასუხობს. ყველაფერი ძალიან რაციონალურად არის: თქვენ გჭირდებათ, ურეკავთ თქვენ, საუბრის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი, ზოგჯერ თითქოს არც კი გისმენთ.

2. აღარ არის ალერსიანი
ნაზი ჟესტები და ამაღელვებელი სიტყვები დავიწყებას მიეცა. ის აღარ არის მზრუნველი და თბილი, როგორიც იყო ოდესღაც. ალერსი და კოცნა სულ უფრო იშვიათი ხდება, ვნებაც სულ უფრო და უფრო იკლებს.

3. თითქოს აღარ გაქვთ სალაპარაკო
ყველა თემა ცარიელს და უმნიშვნელოს დაემსგავსა, თუ ის დაიწყებს რამეზე ლაპარაკს , მხოლოდ ნეიტრალურ თემებზე, რომელიც არ ეხება არც გრძნობებს, არც ემოციებს. ის ცდილობს თავი აარიდოს ნებისმიერ საუბარს თქვენს მომავალზე. ცვლის თემას ან თავს ისე გაჩვენებთ თითქოს ვერაფერი გაიგო.

4. გულგრილი გახდა
უკვე ერთი თვეა უმეორებთ რომ გინდათ მეგობრებთან შევლა, რომლებიც დიდი ხანია გელოდებიან, ის კი თავს არიდებს ერთობლივ ქმედებებს. თქვენ ახსენებთ ისევ და ისევ, მაგრამ კარგ შემთხვევაში მხოლოდ ამბობს : „სხვა დროს“ ან რაიმე მსგავსს.

5. ადვილად ღიზიანდება და ძნელი ასატანი გახდა
წვრილმანებს ეკიდება, ადვილად ბრაზდება... შეიძლება საქმე იმაშია, რომ პირდაპირ ვერ გეუბნებათ, რომ აღარ აწყობს ასეთი ურთიერთობა და ქვეცნობიერად ცდილობს მიგიყვანოთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ თქვენ თავად მიიღოთ დაშორების გადაწყვეტილება.

6. გვიანობამდე რჩება სამსახურში

ამის გაგება მშვენივრად შეიძლება: თუ სახლში სტრესული გარემოა, მას უნდა რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროს სხვაგან. შეიძლება გამოუჩნდეს გადაუდებელი საქმეები, რომ მოცემულ მომენტში მაინც არ ახსოვდეს პირადი პრობლემები.

7. სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებთ ერთად
საღამოს სეანსი კინოში, მაგიდა ორისთვის რესტორანში, ერთობლივი ვიქენდები, - ბოლოს როდის იყო ესენი? თუ ერთად არ ცხოვრობთ, აღარ გეპატიჟებათ თავისთან, აღარც თავის მეგობრებთან და ნათესავებთან.

8. თითქმის აღარ გაქვთ სექსი
ან გაქვთ უფრო იშვიათად ვიდრე ადრე, თუმცა გარემოებები და დრო გაქვთ ამისთვის. იქმნება შეგრძნება, რომ თქვენს შორის გარკვეული ფიზიკური დისტანცია გაჩნდა. მაშინაც კი თუ ოთახში ერთი დივანია, თქვენ მაინც არ ჯდებით გვერდიგვერდ.

9. ის ღიად ეფლირტავება სხვებს

და სულ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ თქვენ ამას დაინახავთ და არ მოგეწონებათ. თუ რამეა გეტყვით რომ ასე ეჭვიანობა სისულელეა.

10. ის აპირებს „ცალკე ცხოვრებას“ თუ უკვე ერთად ცხოვრობთ
რა თქმა უნდა, ის გეუბნებათ, რომ ეს ორივესთვის უკეთესია, რომ ჭირდება დაფიქრება, და რომ „დროებითი“ განშორება მხოლოდ სასარგებლოდ წაადგება თქვენს ურთიერთობას.

 

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 9620 times