თუ გინდათ რომ წონაში დაიკლოთ ეფექტურად, მაშინ არის რაღაცეები რაზეც თავიდანვე სწორი აქცენტები უნდა დასვათ , თორემ არასწორი გეზი არასწორ შედეგამდე მიგიყვანთ.

  • ალკოჰოლი უნდა გამორიცხოთ. იმიტომ რომ ის ცარიელი კალორიებია, იღებთ კალორიებს, მაგრამ საჭმელი არ არის, ასევე ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს მადა და მიუხედავად იმისა რომ შიმშილი არ გაწუხებთ მაინც ჭამოთ ბევრი.
  • გენები არ განსაზღვრავენ ყველაფერს - მართალია გენეტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ რეალურად უფრო მნიშვნელოვანია  გარემო ფაქტორები წონაში კლებისთვის. ანუ თქვენ როგორ იქცევით. შეიძლება თქვენი ყველა პირველი რიგის ნათესავი ჭარბ წონიანია, მაგრამ თქვენ თქვენი ქცევით შეგიძლიათ ნორმალური წონის შენარჩუნება.
  • არ მოიტყუოთ თავი - კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები პირიქით აფასებენ იმას რასაც ჭამენ. თითქმის ნახევარი ვერ იხსენებს რა ჭამა (კვლევები ტარდებოდა რესტორნებში ფარული კამერით) . მეტიც ადამიანების ნაწილი საერთოდ უარყოფდა იმას, რომ მათ პური შეჭამეს (არადა მიირთვეს). ასე რომ არ მოიტყუოთ თავი (არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები. ასეთი რამე ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს).
  • კალორია ყოველთვის „კალორია“ არ არის - მნიშვნელობა აქვს რას ვჭამთ. ბოჭკოვანით მდიდარი საკვები და  ჯანქ ფუდით თანაბრად მიღებული კალორიები სხვადასხვანაირად აისახება ორგანიზმზე.  მარტივი ნახშირწყლები, რომლებიც მალევე შეიწოვება იწვევენ გლუკოზის მომატებას და უფრო მალე გარდაიქმნებიან ცხიმებად, ვიდრე რთული ნახშირწყლები, რომელთა შეწოვაც საათობით გრძელდება.
  • მხოლოდ დიეტა ან მხოლოდ ვარჯიში - ეს ფორმულირება არასწორია, თუ გინდათ ეფექტური წონაში კლება დიეტა და ვარჯიში ერთად უნდა იყოს კომბინირებული.
  • ხილის წვენი - არ არის არც დიეტური, არც სასარგებლო. თუ ხილისგან გინდათ მიიღოთ ვიტამინები და მინერალები შეგიძლიათ მიირთვათ ის პირდაპირ, ცოცხლად. ვინაიდან გაწურვით ის იქცევა შაქრიან წყალად, რომელიც შეიცვას ვიტამინებს, მაგრამ არ შეიცავს ბოჭკოვანს, ხილის რეალური სიმდიდრე სწორედ ბოჭკოვანია, ვინაიდან ცარიელი ვიტამინები, უფრო მაღალი კონცენტრაცია გაცილებით იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ ვიდრე ხილის წვენია.

გახსოვთ, ბავშვობაში უმეტესობა ჩვენგანი გამხდარი იყო, გახსოვთ რამდენს ჭამდით? მხოლოდ იმდენს რამდენიც გინდოდათ. მაგრამ ჩვენს უმეტესობას ასწავლიდნენ რომ დესერტის მისაღებად საჭიროა ბოლომდე გავათავოთ საჭმელი. მაშინ ეს გვეძნელებოდა, ახლა კი ისე ვართ მიჩვეული სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენია და ხშირად ჩვენი შვილების დანატოვარ საჭმელსაც ჩვენ „ვასაღებთ“ რადგან გვენანება... ასეთ დროს დაფიქრდით მცირე ოდენობის საჭმელი უფრო დასანანია თუ ჩვენი ფიგურის გაფუჭება? და დარწმუნებული ვარ ნარჩენებს ან ოთხფეხა მეგობრებს გაუზიარებთ ან დანანების გარეშე გადაყრით...

ჩვენი შეხედულებები ხელს გვიშლის მშვიდად მივიღოთ სიამოვნება.

მას ნელა მიაქვს ტუჩებისკენ შოკოლადის კოვზი შოკოლადის მუსით, რომელიც ასე ძალიან უნდოდა, და არ განიცდის არც ერთ წვეთ სინდისის ქენჯნას, ეს არის აბსოლუტური ტკბობის წუთები. მისთვის შოკოლადი პრობლემა არ არის, ის არ ემუქრება მის ფიგურას და არც მის სულიერ სიმშვიდეს, რადგან ის შოკოლადს არ თვლის აკრძალულ პროდუქტად. ის არ დაიწყებს თავის დასჯას, არ ივახშმებს მხოლოდ კეფირით, მაგრამ მეორე დესერტის აღების სურვილიც არ ექნება.

ჩვენი ცხოვრებისეული ტონუსი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რითიც ვიკვებებით. როგორ მივიღოთ საკმარისი ოდენობის ძალები, რომ გვეყოს მთელი დღის მანძილზე? გთავაზობთ სტატიას რომელიც დაგეხმარებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში.

არასრულფასოვან სხეულზე ან „არასწორ“ წონაზე  განცდების  უკან ყოველთვის იმალება გაცილებით ღრმა პრობლემები. დაფიქრებულხართ ოდესმე რას გამოხატავს ფრაზა“ მე საშინელი ჩამოკიდებული მუცელი მაქვს“ ან „მე ისეთი მსუქანი და ქონიანი ვარ“? იქნებ ეს გამოწვეულია შიშით რომ არ მიიპყროთ მეტი ყურადღება, ამიტომაც არ იცვამთ ფერად ტანსაცმელს და ერიდებით ფოტოების გადაღებას? ან იქნებ გეშინიათ ხელი არ გკრან და ამიტომ თავს არიდებთ სიახლოვეს, და თქვენი ჭარბი წონა მხოლოდ კარგი საბაბია რომ არ იაროთ პაემანზე? იქნებ გიჭირთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუ კარგ ფორმაში ხართ და ყველა თქვენ გიყურებთ , რადგან აზრი „მე ძალიან მსუქანი ვარ“ მალავს იმას რომ ადამიანს არ უნდა სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში ყოფნა და იწვევს ძლიერი განგაშის გრძნობას. გაქრება ეს გრძნობა თუ დაიკლებთ წონაში? არა რადგან ეს წონასთან კავშირში არ არის, წონა უბრალოდ კარგი მიზეზია და მეტი არაფერი.

თუ გადაწყვიტეთ წონაში კლება მკაცრი დიეტების დახმარებით იცოდეთ ეს ბრძოლა უკვე წაგებული გაქვთ. სცადეთ უფრო გრძელი და მარტივი გზა, ასეთ შემთხვევაში წონის დაკლება და შენარჩუნება გარანტირებული გაქვთ.

ბევრი ადამიანი საჭმლით ცდილობს არა მხოლოდ კუჭის შევსებას, არამედ ემოციური(სულიერი) სიცარიელის შევსებასაც. საუბარი იმათზეა, ვინც ჭამს იმიტომ, რომ თავს მარტო გრძნობს, ვინც ვერავის უზიარებს თავის შთაბეჭდილებებს და აზრებს, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.

1) გახდომა ლოკალურად, ზოგიერთ ადგილებში შეუძლებელია. არა, მხოლოდ მუცელზე ვერ დაიკლებთ, რამდენიც არ უნდა იმუშაოთ პრესზე, არც მხოლოდ თეძოები არ დაგიპატარავდებათ, წონაში დაკლება ხდება მთელს სხეულზე.


საცივი
ინგრედიენტები:
ინდაური ან ქათამი 2 კგ
ნიგოზი 800
ნიორი 5-7 კბილი
ხმელი სუნელი 1 /
ხმელი ქინძი 1ჩ/კ
ყვითელი ყვავილი 1 /
წითელი წიწაკა 1 ჩ/კ
მარილი გემოვნებით
ხახვი 1 თავი
მიხაკი/დარიჩინი გემოვნებით

გარგარის ჩირი 100გრ - 241კკალ
ცილები - 3,4 გრ
ცხიმები - 0,5 გრ
ნახშირწყლები - 63 გრ
უჯრედისი - 7,3 გრ
გლიკემიური ინდექსი - 40

როცა ხილს აშრობენ დასაჩირებლად, ის კარგავს წყალს, მაგრამ არ იცვლება სასარგებლო საკვები ნივთიერებები. შედეგად საკვები ნივთიერებები კონცენტრირდება და გარგარი ხდება კიდევ უფრო სასარგებლო.