კავშირი სიღარიბეში გატარებულ ბავშვობასა და ჭარბ წონას შორის

დიდი ხანია ცნობილია, რომ სიღარიბეში გატარებული ბავშვობა ზრდის სიმსუქნის რისკს ზრდასრულ ასაკში, თუმცა ამ კავშირის მექანიზმი აქამდე ცნობილი არ იყო.



ფსიქოლოგმა სარა ჰილმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ შეზღუდვები ბავშვობაში „აპროგრამებს“ ორგანიზმს შეცვალოს ენერგიის მოთხოვნები. მსგავსი სახის ადაპტაცია შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს გადარჩნენ საჭმლის უკმარისობის დროს, სამაგიეროდ ისინი ცდილობენ ჭამონ ყველა შესაძლებლობის დროს, ეს ქცევა ნარჩუნდება ზრდასრულ ასაკშიც, რაც ხშირად იწვევს სიმსუქნეს. ამ თეორიის შესამოწმებლად ჩატარდა კვლევების მთელი სერია.

პირველ კვლევაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, კვლევაში არ მონაწილეობდნენ ალერგიული ადამიანები, დიაბეტის მქონე პაციენტები და ის ადამიანები, ვისი სხეულის მასის ინდექსი 30-ს ზევით იყო.

სტუდენტებს მისცეს შოკოლადის პეჩენიები თეფშით და პრეტცელები სთხოვეს გაესინჯათ და შეეფასებინათ ისინი. მას შემდეგ რაც გააკეთეს შეფასებები, უთხრეს რომ შეუძლიათ გაათავონ დარჩენილი პეჩენიები და პრეტცელები სანამ ელოდებიან ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპს.

შემდეგ მონაწილეები პასუხობდნენ კითხვებს ოჯახის შესახებ, მათ თხოვდენენ აღენიშნათ რამდენად შეესაბამებოდა მათ ოჯახურ მდგომარეობას( 12 წლამდე ) ფრაზები: „ბავშვობაში ჩემს ოჯახს ყოფნიდა ფული საყიდლებისთვის“, „ჩვენ ვცხოვრობდით შედარებით მდიდრულ რაიონში“, „ მე ვგრძნობდი რომ ჩვენი ოჯახი მეტად უზრუნველყოფილი იყო ვიდრე სხვა ჩემი თანატოლების ოჯახები“.

ბოლოს მეცნიერებმა შეაფასეს რამდენი პეჩენია და პრეტცელი შეჭამეს სტუდენტებმა. აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეთა შორის, რომლებიც მშივრები იყვნენ ყველამ დაახლოებით ერთი ოდენობა შეჭამა, მაგრამ იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც მშივრები არ იყვნენ, ღარიბ ოჯახში გაზრდილებმა გაცილებით მეტი შეჭამეს.

სხვა ორ კვლევაშიც დადგინდა, რომ მონაწილეები, რომლებიც გაიზარდნენ სიღარიბეში ჭამენ მეტს იმათთან შედარებით ვინც უზრუნველყოფილ ოჯახში გაიზარდა, სიტუაციაში როცა ორგანიზმი ენერგიას არ ითხოვს(როცა ადამიანს არ შია)

ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანებს, რომელთა ბავშვობამაც სიღარიბეში განვლო, მეტად უჭირთ აკონტროლონ მიღებული საკვების რაოდენობა და შეინარჩუნონ ოპტიმალური წონა. ეს ეფექტი ნარჩუნდება იმის მიუხედავად როგორი ეკონომიური მდგომარეობა აქვს ადამიანს ზრდასრულ ასაკში.


რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3062 times