რჩევები: როგორ შევამციროთ დღიური რაციონი

დალიეთ წყალი ან მინერალური წყალი
წყალი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, წვენები და გაზიანი სასმელები კი შეიცავს ბევრ კალორიებს. ამას გარდა ხშირად ადამიანები ჭამენ, მაშინ როცა სინამდვილეში წყურიათ. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და შეიძლება აღმოაჩინოთ რომ სულაც არ გშიათ.



ქათამს გააცალეთ კანი
კანი შეიცავს ზედმეტ ცხიმს და კალორიებს, თუ მოაცილებთ კანს მოაკლებთ პორციას 100 კალორიას.

მაიონეზი ჩაანაცვლეთ არაჟნით ან მაწვნით
ერთი კოვზი მაიონეზი საშუალოდ 50 კალორიას შეიცავს. სალათში ეს არ იგრძნობა, მაგრამ თუ მას სადილზეც მიირთმევთ და ვახშამზეც, ჯობია მაიონეზი ჩაანაცვლოთ არაჟნით. იქნება ასევე ძალიან გემრიელი მაგრამ შედარებით დაბალკალორიული.

ნუ შეჭამთ ცომებს ხაჭაპურში და ღვეზელებში
ქვედა სქელი ცომიანი ნაწილი, სადაც გულსართი არ არის დაახლოებით 100კალორიას შეიცავს. გულსართიან ადგილში კალორიები 2-ჯერ ნაკლებია. თუ ძალიან გიყვართ ხაჭაპურები და ღვეზელები ყოველთვის დატოვეთ ცომიანი ნაწილები.

შეამცირეთ ყველის მიღება
ყველი კალორიული პროდუქტია, კალციუმს შეიცავს რძე და მაწონიც თუმცა ისინი უფრო ნაკლებ კალორიულია ყველთან შედარებით.
თუ ყველის გემო გიყვართ ჯობია მიირთვათ გახეხილი, ბუტერბროდებზეც, ყველგან გახეხილი ყველი უფრო ცოტაა საჭირო ვიდრე დაჭრილი.  

გამოიყენეთ ტაფები რომლებიც არ იწვავს
ეს საშუალებას მოგცემთ შეამციროთ ზეთის რაოდენობა, ეცადეთ შეწვის ნაცვლად გამოაცხოთ.

ნუ შეჭამთ ბავშვების დანატოვარს
ნურავის დანატოვარს ნუ შეჭამთ. გენანებათ საჭმლის გადაყრა? შემდეგ ჯერზე ნაკლები ამოუღეთ ბავშვებს, თუ მაინც დატოვებენ შეგიძლიათ უპატრონო ცხოველები გამოკვებოთ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3389 times