ცოტას ჭამთ და არ იკლებთ? - გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს

თუ თქვენ ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში ცდილობთ დაკლებას, წონა კი არ მცირდება, მოძებნეთ მიზეზი ჩვენს სტატიაში:

წესრიგში გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვალი?
თუ ჰიპოთირეოზი გაქვთ, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მოქმედება შემცირებულია ვერ დაიკლებთ სანამ ამ პრობლემას არ მოაგვარებთ. ჰიპოთირეოზის პირველი სიმპტომებია: ადვილად დაღლა, დათრგუნულობა, გამუდმებული დეპრესია და აპათია. თუ ეს სიმპტომები გაქვთ და წონაც არ მცირდება სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.



ძალიან ხომ არ მოდუნდით?
თუ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, სწორედ ეს კეთილდღეობის და სიმშვიდის განცდა შეიძლება იყოს მეტაბოლიზმის შენელების მიზეზი. ის ადამიანები, ვინც განიცდიან „პოზიტიურ „ სტრესს უფრო მარტივად იკლებენ წონაში რადგან აქვთ უფრო კარგი ნივთიერებათა ცვლა ვიდრე იმათ ვინც სრულ სიმშვიდეშია. „პოზიტიურ“ სტრესად ითვლება ფიზიკური აქტივობა, ემოციური თანაგრძნობა ადამიანების ან ფილმების/წიგნების გმირებისადმი, უსაფრთხო მკვეთრი შეგრძნებები.

ნამდვილად ცოტას ჭამთ?
თუ თქვენ რაოდენობას აფასებთ მიღებული საჭმლის მოცულობით გადახედეთ თქვენს მენიუს, ხომ არ მიირთმევთ ისეთ მაღალკალორიულ პროდუქტებს როგორებიცაა ტორტები, ბურგერები, მზესუმზირა, ცხიმიანი და ცომიანი პროდუქტები. შეიძლება ჭამთ ცოტა მაგრამ ძალიან კალორიულ საკვებს.


ძილი ხომ არ გაკლიათ?

ჯანსაღი ძილი აისახება კანის და ზოგად მდგომარეობაზე. ამასთანავე მოქმედებს წონაზე. ძალების აღსადგენად ორგანიზმს სჭირდება 7-8 საათიანი ძილი. სხვა შემთხვევაში ორგანიზმი განიცდის ენერგიის ნაკლებობას. ეს ყველაფერი აისახება წონაში კლების პროცესზე.

ძირითადი კვება საღამოს ხომ არ გიწევთ?
თუ საუზმობთ ფინჯანი ყავით, სადილობთ ბუტერბროდით საღამოს კი მუცლის დღესასწაულს აწყობთ მაშინ ვერ დაიკლებთ წონაში. რეალურად ადამიანმა ყველაზე მეტი უნდა მიირთვას საუზმეზე, ნაკლები სადილზე და კიდევ უფრო ნაკლები ვახშმად.

იქნებ უკვე გამხდარი ხართ?
ორგანიზმს აქვს თავისი სეთ პოინტი ანუ ბუნებრივი წონა. რომელიც დამოკიდებულია ადამიანის სქესსა და აგებულებაზე, ასევე გენეტიკაზე და ეროვნებაზე. თუ უკვე თქვენს ბუნებრივ წონაზე ხართ წონის დაკლება იქნება ძალიან რთული და ამავდროულად სახიფათო.

შეკრულობა ხომ არ გაწუხებთ?
თუ ეს პრობლემა გაქვთ შეიძლება კლება არ აისახებოდეს სასწორზე(თუ ხშირად იწონებით) რადგან შეიძლება ნაწლავები გადავსებულია. სვით მეტი წყალი და მიიღეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები: ხილი და ბოსტნეული, ეს მარტივად და სწრაფად გამოასწორებს სიტუაციას.

ბევრს ხომ არ ვარჯიშობთ?

თუ თავდაუზოგავად ვარჯიშობთ შეიძლება წონაში კლება სასწორზე არ ფიქსირდება რადგან მსუბუქ ცხიმს ანაცვლებს ოთხჯერ უფრო მძიმე კუნთი, თუმცა ეს ცვლილება აუცილებლად აისახება ვიზუალურად ფიგურაზე. თუ წელი დაწვრილდა, ფეხები გალამაზდა, რა მნიშვნელობა აქვს რამდენს აჩვენებს სასწორი.


რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4120 times