როგორ შევეშვათ "მკვლელ" დიეტებს და ვიკვებოთ ზომიერად

როცა მრავალი დიეტა გაქვთ ნაცადი, დროა დაფიქრდეთ და შეწყვიტოთ ორგანიზმის ტანჯვა ერთჯერადი დიეტებით. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ იკვებოთ მეტად ჯანსაღად ტანჯვის და დიდი ძალისხმევის გარეშე.

შიმშილი არ არის წახემსების მიზეზი
ნუ შეშინდებით თუ ჭამებს შორის მსუბუქი შიმშილის გრძნობა გექნებათ. გამუდმებული ნაყროვანების გრძნობა იმაზე მიუთითებს რომ ბევრს ჭამთ. მსუბუქი შიმშილი ნორმალურია. თუ თავბრუ არ გესხმით და თავს სუსტად არ გრძნობთ არ არის საჭირო ორგანიზმის დატვირთვა ზედმეტი საჭმლით. ნუ დაიწყებთ ჭამას როცა მოწყენილი ხართ.



სამი წუთის წესი
ტვინის მოტყუება მარტივია. ისიც გვატყუებს და ხშირად მოწყენილობა შიმშილში გვერევა. როცა ჭამა მოგინდებათ თუ სამი წუთის განმავლობაში რამით დაკავდებით მაგალითად ტეტრისის თამაშით შეიძლება აღმოაჩინოთ რომ სულაც არ გშიოდათ ეს უბრალოდ მოწყენილობის ბრალი იყო. მიირთვით მხოლოდ მაშინ როცა ნამდვილად გშიათ!

სავარაუდო სინანულის ეფექტი
ზედმეტი ჭამისგან შეიძლება გიხსნათ იმის წარმოდგენამ როგორ იგრძნობთ თავს თუ ზედმეტი მოგივათ. სიმძიმის გრძნობა მუცელში, ძილიანობა, და ჭარბი წონა. მშვიდად დანაშაულის გრძნობის გარეშე წარმოიდგინეთ ეს, მიხვდებით რომ არ გსურთ ამ ყველაფრის განცდა, ეს დაგიცავთ ზედმეტი საჭმლის მიღებისგან.

ჭამის დროს ჭამეთ
ნუ უყურებთ ტელევიზორს და ნუ იქნებით კომპიუტერთან. ასე შეჭამთ ნაკლებს, გაცნობიერებულად და დატკბებით გემოთი. ექსპერიმენტების თანახმად, უყურადღებოდ ჭამა, როცა ჭამის დროს რამეს აკეთებთ, იწვევს იმას რომ ირჩევთ ყველაზე ტკბილ და ცხიმიან საკვებს. რადგან გემოს შეგრძნება ქვეითდება ასეთ დროს.

შეწყვიტეთ აკრძალვები
საკვები გლუტეინის გარეშე, ლაქტოზის გარეშე, ჰიპოალერგიული, შაქრის გარეშე, ეს ყველაფერი მარკეტინგული ხრიკებია, სინამდვილეში მხოლოდ 0,5%-ს სჭირდებათ ეს პროდუქტები სამედიცინო ჩვენების მიხედვით. დანარჩენი ადამიანები, ისინიც კი ვისაც დიაბეტი ან ალერგია აქვთ მშვენივრად მიირთმევენ ამ პროდუქტებს, ზომიერების ფარგლებში.
რაც მეტ პროდუქტს აუკრძალავთ თავს, მით ძლიერად გენდომებათ ისინი და მით უფრო ხშირად გექნებათ დარღვევები.

გქონდეთ „აკრძალული“ პროდუქტები ხელმისაწვდომ ადგილას

თუ მაცივარში სულ გაქვთ „მორიგე“ ტორტის ნაჭერი, სუფრაზე ან კაფეში არ დააცხრებით ერთის ნაცვლად ორ ნაჭერ ტორტს. გარკვეული დროის მერე როცა აკრძალვებს მოხსნით შეამჩნევთ რომ გულგრილი გახდით ამ პროდუქტის მიმართ. ყოველთვის მიირთვით ის პროდუქტები რაც მართლა გინდათ, მაგრამ არ შეჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე გინდათ. მაშინაც კი თუ საყვარელი საჭმელი გიფუჭდებათ ჯობია გადაყაროთ ან ქუჩის ცხოველები გაახაროთ, ვიდრე თავი სანაგვე ყუთად გამოიყენოთ და მიირთვათ როცა არ გშიათ.

როგორ მოვიქცეთ, თუ არ გეგემრიელებათ „ჯანსაღი“ საკვები
ადამიანის გემოვნება იცვლება დროთა განმავლობაში, მარტივად და თანდათან ისწავლეთ მისი გემრიელად მომზადება. შეწყვიტეთ საკვების დაყოფა ჯანსაღ და არაჯანსაღად, ხშირად ადამიანებს სწორედ ამ მიზეზით არ მოსწონთ ვაშლი, რომ „ჯანსაღად“ მიაჩნიათ, პარადოქსია მაგრამ ასეა, მას შემდეგ რაც ახსნით პროდუქტებს იარლიყებს აღმოაჩენთ რომ თურმე ვაშლი ან კიტრი ან სხვა რაიმე პროდუქტი სინამდვილეში ძალიან მოგწონთ.


შეწყვიტეთ ეტიკეტების კითხვა

იმისგან, რომ იცით რამდენი კალორია მიიღეთ არაფერი იცვლება. ჯობია ენდოთ თქვენს შეგრძნებებს. როგორც კი დანაყრდებით, შეწყვიტეთ ჭამა, გინდაც თეფშზე ბევრი საჭმელი დარჩეს.

ნუ გაათავებთ სხვების დანატოვარს, ნუ დაამთავრებთ ბოლომდე თქვენს საჭმელსაც თუ აღარ გინდათ. უნდა შეიბრალოთ არა საჭმელი, არამედ საკუთარი თავი.


თვითონ დიეტის ცნება ნიშნავს კვებითი ქცევის დროებით შეცვლას საკუთარ თავზე ძალადობის გზით. იკვებეთ იმით, რაც გიყვართ, ბევრი კვებითი ქცევის დარღვევა ზრდასრულებში გამოწვეულია იმით, რომ ბავშვობაში ქონდათ პერიოდები როცა მათი მშობლები გატაცებულები იყვნენ დიეტებით. ეს არის ქვეცნობიერი შიში ცოტა ჭამის ან სიმსუნაგის, რომელიც ახდენს გავლენას მათზე, როცა გაიზრდებიან. შეიბრალეთ ბავშვები.

დიეტა ასევე მოიაზრებს აკრძალვებს. მიირთვით ყველაფერი რაც მოგწონთ, იქამდე სანამ იგრძნობთ დანაყრებას, როცა მოეხსნება აკრძალვები, ორგანიზმი თავად გიკარნახებთ რა პროდუქტები სჭირდება მას.
თუ ტკბილი ან ცხიმიანი მოგინდებათ მუდამ გექნებათ „უფლება“ მიირთვათ ისინი.  

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3613 times