როგორ გავატაროთ ახალი წლები წონაში მატების გარეშე?

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად  იწყება მზადება საახალწლო სუფრისთვისაც. იმისთვის რომ დღესასწაულები მკვეთრად არ  აისახოს თქვენს წონაზე (უარყოფითად) სასურველია დაახლოებით მაინც იცოდეთ, რომელ კერძს რამდენი კალორია აქვს. რათქმაუნდა ახალი წელი იმისთვისარ არის, რომ კალორიები ითვალო, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაინც თუ გექნებათ რამდენს მიირთმევთ კარგი იქნება, ეს ზომიერების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. შეგახსენებთ რომ სასურველია დღიური მიღებული კალორიულობა  1400-1800 კალორიის ფარგლებში იყოს (კაცებისთვის  2500 მდე შეიძლება).

მწვანედ აღნიშნულია  ის კერძები, რომელიც შეგიძლიათ შედარებით მშვიდად და მეტი მიირთვათ :) 

  წითლად  კი ისინი, რომლებიც ჯობია ცოტა მიირთვათ ან  მოერიდოთ.

საკვების კალორიები მოცემულია ას გრამზე:

  • საცივი - 160 კალორია - ერთი სტანდარტული  თეფში საცივი დაახლოებით  200 -250 გრამია.  ანუ ერთი თეფში საცივი ვიანგარიშოთ დაახლოებით  400 კალორიამდე.  თუ საცივს ორ  ნაჭერ პურს მიაყოლებთ მიემატება დაახლოებით  250 კალორია.   ანუ საახალწლო სუფრაზე  საცივის მირთმევა დაახლოებით  650  კალორია „ღირს“.

  • ბაჟე - 150 კალორია- ბაჟე სტანდარტულ თეფშზე დაახლოებით 150-200 გრამს იღებენ.  2 ნაჭერ პურთან ერთად დაახლეობით 500 კალორია გამოდის.  საცივს და ბაჟეს უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ მათი ჭამა უპუროდ ძნელია, რაც მკვეთრად უმატებს კალორიულობას.

  • ისპანახი ნიგვზით - 81 კალორია - სტანდარტულ თეფშზე  საშუალო ოდენობა დაახლოებით 200 გრამამდე გამოდის  ანუ ჯამში  162 კალორია.   თუ თქვენს წონაზე ზრუნავთ ძალიან კარგი ვარიანტი. ისპანახს კარგი კიდევ ის აქვს, რომ შეგიძლიათ პურის გარეშეც სიამოვნებით მიირთვათ.

  • ნიგვზიანი ბადრიჯანი 120 კალორია-  200 გრამი (3-4 ცალი)  ნიგვზიანი ბადრიჯანი კარგად დაგანაყრებთ  და სულ რაღაც  240 კალორია გამოდის, მისი მირთმევა პურის გარეშეც მარტივად შეიძლება.  თუ ერთ ნაჭერ პურს მიაყოლებთ 360 კალორიამდე იქნება ჯამში. რაც ასევე კარგი ვარიანტია. პურის გარეშე კიდევ უფრო ნაკლები გამოდის.

  • ღორის მწვადი -324 - თუ უპუროდ მიირთმევთ  რამდენიმე ნაჭერს (2-3)  მაშინ  400 კალორიამდე გამოვა. თუ პურთან ერთად მიირთმევთ და  3 ნაჭერზე მეტს მაშინ  დაახლოებით 600-700 კალორიამდე ადის.

  • ჭარხალი ნიგვზით 150 კალორია - თუ უპუროდ მიირთმევთ ძალიან კარგია 200 გრამი ჭარხალი ძალიან კარგად დაგანაყრებთ და მხოლოდ  300 კალორიას მიიღებთ.

  • იმერული ხაჭაპური - 335 . ერთი ნაჭერის მიღებას არა უშავს. ორი ნაჭერი კი უკვე  500 კალორიას აცდება ამიტომ   ხაჭაპური მაღალკალორიულ კერძებში გადის.

  • ტოლმა 1 ცალი 120 წვენთან ერთად 150 მდე ადის.  თუ ორ ცალ ტოლმას მიირთმევთ უპუროდ კარგია 240 კალორიაა. ორ ნაჭერ პურთან ერთად  550 კალორიამდეა. ხოლო თუ ტოლმა ძალიან გიყვართ და  3 ცალს და მეტს მიირთმევთ თან პურთან ერთად, კვება  უკვე  ძალიან მაღალკალორიული გამოდის.

  • შემწვარი ქათამი - 210 კალორია (აქ იგულისხმება კანიანი ქათმის მთლიანი, გასაშუალოებული კალორიულობა  100 გრამზე)  - მიირთვით აუცილებლად კანგაცლილი.  თეთრი ხორცი  კიდევ უფრო ცოტა გამოდის 110 კალორია. ბარკალიც კანგაცლილი  120 კალორიამდეა. ამიტომ ქათამი შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ აუცილებლად კანგაცლილი და უპუროდ. ასეთ შემთხვევაში  300 გრამი ქათმის ხორციც კი შეგიძიათ მშვიდად მიირთვათ რადგან  400 კალორიას არ აცდება.

  • კახური ჩურჩხელა 350 კალორია , დასავლეთის ჩურჩხელა (თხილით) 400 კალორია.  შეგიძლიათ გატეხოთ ჩურჩხელა შუაზე და ისე მიირთვათ ასეთ შემთხვევაში დაახლოებით  200-250 კალორია ექნება.  შეიძლება დაიჭრას უფრო პატარა ნაჭრებადაც პატარა ნაჭრებს თითოს 100 კალორია ექნება.  თუ თქვენ ძალიან გიყვართ ჩურჩხელა იცოდეთ რომ მთლიანი ჩურჩხელის ან ერთზე მეტის  შეჭმით შეიძლება  600-700 კალორია მიიღოთ

  • გოზინაყი - 450  კალორია. თუ ერთ ან ორ ნაჭერს მიირთმევთ მიიღებთ დაახლოებით 200-300 კალორიას. ანუ ტკბილეულობად შეგიძლიათ მიირთვათ ჩურჩხელის ნაჭერი და ერთი ან ორი ცალი გოზინაყი  ჯამში  400 კალორიამდემიიღებთ. 

*

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

 

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 13381 times