სიმართლე თაფლზე

ალბათ ბევრი ინფორმაცია მოგისმენიათ თაფლის სასარგებლოობაზე, იმაზე რომ ის განსაკუთრებულია.  ის, რომ  ეფექტურია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, ის რომ თაფლი არ ფუჭდება და ა.შ. სინამდვილეში ბევრი მათგანი მცდარი მოსაზრებაა და არაფერი აქვს სიმართლესთან საერთო.  მაშ ასე დავიწყოთ:

  • თაფლს სიტკბოს აძლევს მონოსაქარიდები: ფრუქტოზა და გლუკოზა. მას იგივე ფარდობითი სიტკბო აქვს რაც შაქარს. მეტიც მნიშვნელოვნად არაფრით განსხვავდება შაქრისგან (თუ არ ჩავთვლით თაფლის დამახასიათებელ არომატს).
  • თაფლი მართლაც არ ფუჭდება, მარგამ ეს არ არის იმის დამსახურება, რომ განსაკუთრებული შემადგენლობა აქვს, არამედ წყლის დაბალი პროცენტულობის  გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თაფლი შეიძლება ინახავდეს საკმაოდ პათოგნომური ბაქტერიების სპორებს. მაგ.  ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიის. სწორედ ამის გამო თაფლის მიცემა არ შეიძლება  2 წლამდე ბავშვებისთვის.
  • თაფლს 100 გრამზე აქვს 304 კალორია (ახლოს დგას ჩვეულებრივ შაქართან.

აქედან  82 გრამი შაქარია.  0,2 გ. საკვები ბოჭკოები  0,3 გ ცილები , ცხიმებს არ შეიცავს.  მცირე ოდენობით შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებს და მინერალებს  გამორჩეულად არც ერთს.

  • თაფლის ეფექტურობა არცერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს დადასტურებული არ არის. კვლევებით ვერ მტკიცდება მისი ეფექტურობა.  თუმცა რამდენიმე მდგომარეობაზე აქვს შესაძლო ეფექტურობა და ისინი ჩამოთვლილია ქვევით.
  • თაფლს აქვს შესაძლო ეფექტურობა შემდეგი მდგომარეობების მიმართ: დამწვრობა - აუმჯობესებს შეხორცების პროცესს, მისი დადება დამწვრობაზე.  ხველა -  დაწოლის წინ  თაფლის მიღება ამსუბუქებს ხველას.  დიაბეტიანებში ზოგიერთი კვლევით  შეიძლება ჩაანაცვლოს შაქარი(შეამციროს გლუკოზის დონეც), შეამციროს ქოლესტერინი. ჭრილობაზე თაფლის გამოყენება   აუმჯობესებს მის შეხორცების პროცესს.

სხვა ყველა შემთხვევებში თაფლის გამოყენება ან არაეფექტურია, ან საკმარისი სამედიცინო მტკიცებულებები არ არსებობს, რითიც დადასტურდება მისი ეფექტურობა.

  • თაფლის გვერდითი ეფექტები - კატეგორიულად აკრძალულია თაფლის მიცემა 2 წლამდე ბავშვებისთვის, ვინაიდან მან შეიძლება ახალშობილის ან ბავშვის ბოტულიზმით მოწამვლა და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.
  • თაფლის უსაფრთხოება ორსულებში და მეძუძურებში დადგენილი არ არის.
  • იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ალერგია მტვერზე, ხშირად აქვთ ალერგია თაფლზეც.

თაფლის მიღების დოზა

ხველისთვის სასურველია თაფლის მიღება 2,5 -10 მლ (ნახევარი ან ორი კოვზი) დაწოლის წინ ღამე.

თაფლის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: ჩინეთი, თურქეთი, არგენტინა, უკრაინა, რუსეთი. 

თაფლის მოპოვება ადამიანებმა მინიმუმ  8000 წლის წინ დაიწყეს. 

არსებობს თაფლის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საქართველოში გავრცელებულია:

  • მაისის თაფლი
  • ცაცხვის თაფლი
  • წიწიბურას თაფლი
  • აკაციის თაფლი
  • მზესუმზირის თაფლი
  • მანანის თაფლი
  • რაფსის თაფლი
  • წაბლის თაფლი
  • ფათალოს თაფლი.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4022 times